ინდოეთში არქიტექტორებმა დააპროექტეს შენობა, რომლის ფასადიც ფოთოლის ფორმის მზის პანელებით დაიფარება. ამის შესახებ Designboom წერს.
არქიტექტორებმა ამ პროექტს solar tree უწოდეს. შენობაში იქნება ფართო დერეფანი, რომელიც აივანს დაუკავშირდება, ასევე მოთავსდება კაფსულა, საიდანაც პანორამული ხედი გადაიშლება. შენობის ასაგებად არქიტექტორები მეტალს და ხეს გამოიყენებენ.
არქიტექტორების მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საქმეში. ამიტომ სახლის ენერგიის წყაროა ფოთლები მზის პანელებით.
imedinews.ge