ინდოეთის ქალაქ მუმბაიში 53 ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაინფიცირებულები ძირითადად ოპერატორები და ფოტოგრაფები არიან. კორონავირუსზე ტესტი 167 ჟურნალისტს ჩაუტარდა. ისინი, ვინც დადებითი შედეგი აჩვენა, იზოლაციაში იმყოფებიან.
„მუმბაის პრეს კლუბმა“ ხელისუფლებას ჟურნალისტების უკეთ დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა.
ipn.ge