ინდოეთში ტექნიკის ერთობლივი საწარმოს დაარსების მიზნით TATA Group-ი apple Inc.- ის ტაივანელ მომწოდებელთან Wistron Corp -თან მოლაპარაკებებს აწარმოებს - ამის შესახებ იფნორმაციას Bloomberg ავრცელებს.
Wistron Corp.-თან მოლაპარაკებების მიზანია, რომ TATA გახდეს, ახალი ძალა ტექნოლოგიების წარმოებაში. ინდურ პროგრამულ კონგლომერატს სურს გამოიყენოს ტაივანის კომპანიის გამოცილება პროდუქტის შემუშავებაში, მიწოდების ჯაჭვში და აწყობაში.
წარმატების შემთხვევაში TATA შეიძლება გახდეს პირველი ინდური კომპანია, რომელიც შექმნის iPhone-ებს, რომელსაც ამჟამად აწყობენ ტაივანის ისეთი გიგანტები, როგორიცაა Wistron და Foxconn Tecnology Group-ი ჩინეთსა და ინდოეთში.
ინდური კომპანია, რომელიც დაიწყებს iPhone-ების წარმოებას, იქნება უზარმაზარი სტიმული იმისა, რომ დაუპირისპირდეს ჩინეთს, რომლის დომინირებაც ტექნიკის წარმოებაში Covid-ის შეზღუდვებისა და აშშ-სთან პოლიტიკური დაძაბულობის გამო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
მას ასევე შეუძლია დაარწმუნოს ტექნიკის სხვა გლობალური ბრენდები, განიხილონ ინდოეთში შეკრება, რათა შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება ჩინეთზე მზარდი გეოპოლიტიკური რისკების დროს.
გარიგების პროცესი და დეტალებზე შეთანხმება ჯერ არ არის დასრულებული, როგორც ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, მოლაპარაკებები შესაძლოა TATA-ს მიერ Wistron-ის ინდოეთის კაპიტალში წილის ყიდვას გულისხმობდეს.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის თუ რას ფიქრობს ამ საკითხზე თვითონ Apple, მაშინ როდესაც ტექნოლოგიური გიგანტრში ჩინეთში წარმოების დივერსიფიკაციას და ინდოეთში მიწოდების ჯაჭვის გაზრდას ცდილობს.
როგორც ცნობილია Apple მუშაობს ადგილობრივ კომპანიებთან რეგიონებში და ის აყალიბებს საწარმოო ბაზრებს, თუმცა Iphone - ების აწყობა რთული ამოცანაა და ის ამერიკის კომპანიის მიერ დაწესებული ვადების დაცვას და ხარისხის კონტროლს გულისხმობს. Apple, Wistron და Tata ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ახალი საწარმო მიზნად ისახავს iPhone-ების წარმოების ხუთჯერ გაზრდას იმასთან შედარებით, რასაც დღეს Wistron აწარმოებს.
TATA Group-ის თავმჯდომარემ ნატარაჯან ჩანდრასეკარანმა აღნშნა, რომ ტექნიკა და მაღალტექნოლოგიური წარმოება ინდოეთის უმსხვილესი კონგლომერატისთვის, დაახლოებით 128 მილიარდი დოლარის შემოსავლით მთავარი ბიზნესია.
ისეთი ინდუსტრიები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფა, ფოლადი და ავტომობილები, TATA-ს ბიზნესის უმეტესი ნაწილია, მაგრამ კომპანიამ iPhone-ის კორპუსის კომპონენტების წარმოებით სამხრეთ ინდოეთში სმარტფონების მიწოდების ჯაჭვში პირველი ნაბიჯები გადადგა .
Wistron-ის ინდური ბიზნესისთვის, რომელიც ახლა ზარალს ითვლის, Tata- სთან შეათანხმა სარფიანი იქნება.
Wistron-მა iPhone-ების დამზადება ინდოეთში 2017 წელს, დაიწყო, ტაიპეიში დაფუძნებული კომპანია ამჟამად iPhone-ს თავის ქარხანაში კარნატაკაში, და ს ამხრეთ ინდოეთში აწყობს.
აღსანიშნავია, რომ TATA Group-ი ოპერირებს საქართველოში.
TATA Group-ი წარმოადგენს ინდოეთის უმხსვილეს მულტინაციონალურ მრავალპროფილურ კომპანიას, რომლის შტაბ-ბინა განთავსებულია მუმბაიში, ინდოეთი. ჯგუფი დაფუძნდა 1868 წელს და დღეს 100-მდე კომპანიას აერთიანებს, რომლებიც საქმიანობას მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ეწევიან. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სხადასხვა ბიზნეს სექტორს: მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა, ქიმიური მრეწველობა, მეტალურგია, კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები, სასტუმროების ბიზნესი, სასმელების წარმოება, ვაჭრობა, საკონსულტაციო მომსახურება და სხვა.
თაკო კვაჭანტირაძე