უკრაინასთან რუსეთის ომის გამო მსოფლიოში ფასების ზრდის ფონზე ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ინდოეთი მსოფლიოში ხორბლის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია და წარმოებული ხორბლის უმეტეს ნაწილს ქვეყნის შიგნით მოიხმარენ.
ქვეყნის საგარეო ვაჭრობის გენერალური დირექტორმის ოფიციალური განცხადებით, ხორბლის ექსპორტი დაუყოვნებლივ აიკრძალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკვე გაცემული იყო შეუქცევადი აკრედიტივი, ან თუ ინდოეთის მთავრობა ანიჭებს ექსპორტის ნებართვას ქვეყნებს, რომელთა სასურსათო უსაფრთხოება ხორბალზეა დამოკიდებული.
ინდოეთის მთავრობამ გადაწყვეტილების მიზეზად ხორბლის ფასების ზრდა და ინდოეთსა და მეზობელ მოწყვლად ქვეყნებში სასურსათო უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა დაასახელა.
შეგახსენებთ, ხორბლის ექსპორტი შავი ზღვის რეგიონიდან მას შემდეგ შემცირდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
სოფლის მეურნეობის მონაცემთა ანალიტიკური კომპანიის, Gro Intelligence-ის მონაცემებით, უკრაინა და რუსეთი ერთად ხორბლის გლობალური წარმოების დაახლოებით 14%-ზე არიან პასუხისმგებელი.