მთვარეზე ხომალდის დასმას ინდოეთი წელსაც ეცდება

მთვარეზე ხომალდის დასმას ინდოეთი წელსაც ეცდება

access_time2020-01-03 21:30:02

შარშანდელი წარუმატებლობის შემდეგ, ინდოეთი მთვარეზე უპილოტო მისიის გაგზავნას 2020 წელსაც გეგმავს. ამის შესახებ ინდოეთის კოსმოსური პროგრამის ხელმძღვანელი იუწყება.

ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაციის თავმჯდომარის, კაილასავადივო სივანის განცხადებით, შეუფერხებელი მუშაობა მიმდინარეობს მისია „ჩანდრაიაან-3“-ზე, რომელმაც მთვარის ზედაპირზე მავალი უნდა დასვას.

ინდოეთი გეგმავს გახდეს მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ, რომელიც მთვარის ზედაპირზე მისიას დასვამს და კოსმოსურ ხელისუფალთა სიაში ჩაეწერება.

ინდოეთის მოდული „ჩანდრაიაან-2“ სექტემბერში მთვარეზე დაეშვა, მაგრამ წარუმატებლად — ზედაპირს შეასკდა.

სივანის განცხადებით, ახალი პროპულსიური მოდულის, ლენდერისა და მავალის ღირებულება 35 მილიონი აშშ დოლარი იქნება, მაგრამ გაცილებით ძვირი დაჯდება გაშვება.


მისივე თქმით, ინდოეთმა უკვე შეარჩია ოთხი ასტრონავტი, რომლებსაც 2022 წელს დედამიწის ორბიტაზე, პილოტირებულ მისიაში გაუშვებს.

 

 

1tv.ge





რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...

რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში

რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში
access_time2021-12-04 12:30:45
კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერაა. ყარაბაღში 44-დღიანმა საომარმა მოქმედებებმა ძალთა აქამდე არსებული ბალანსი შეცვლა და ირან-აზერბაიჯანის...


მსგავსი სიახლეები

up