Independent: ევროპული ელექტროველოსიპედების მწარმოებლები ჩინური იმპორტის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ

Independent: ევროპული ელექტროველოსიპედების მწარმოებლები ჩინური იმპორტის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ

access_time2017-10-02 20:00:21

ელექტრო ველოსიპედების (e-bikes) ევროპული მწარმოებლები ევროკომისიაში დაბალი ღირებულების მქონე ჩინური იმპორტის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ. მათი განცხადებით, ჩინური მხარე არასამართლიანი სუბსიდიებით სარგებლობს, რაც მას პროდუქტის ბაზარზე დაბალ ფასში გატანის საშუალებას აძლევს.

 


სასამართლო დავის ინიციატორი „ევროპული ველოსიპედების მწარმოებელთა ასოციაციაა“ (EBMA). ასოციაციის განცხადებით, ბაზარი ჩინური ელექტრო ველოსიპედებით არის სავსე და რიგ შემთხვევებში მათი ფასი თვითღირებულებაზე დაბალიც კი არის.

 


ევროკომისია აღნიშნულ საკითხს ოქტომბრის ბოლომდე განიხილავს, ამის შემდეგ კი გადაწყდება, დაიწყებს თუ არა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო გამოძიებას.

 


უკანასკნელ პერიოდში დაბალი ღირებულების მქონე, ჩინურ საქონელთან დაკავშირებით არაერთი სექტორი ალაპარაკდა. განსაკუთრებით აქტუალურია მზის პანელების, ლითონისა და ქვანახშირის საკითხები, რამაც შესაძლოა, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.


 


EBMA-ს განცხადებით, 2016 წელს ევროკავშირში 430,000 ელექტრო ველოსიპედი გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-იან ზრდას წარმოადგენს. EBMA ვარაუდობს, რომ გაყიდვების რიცხვი მიმდინარე წელს 800,000-ს მიაღწევს.

 


EBMA-ს გენერალური მდივნის, მორენო ფიოვარანტის განცხადებით, ევროპელები წელიწადში 20 მილიონ ველოსიპედს ყიდულობენ, მათ შორის კი ელექტრო ველოსიპედების წილი 10%-ს შეადგენს. მისი ვარაუდით, მომდევნო 5 წელიწადში აღნიშნული რიცხვი 25%-ს გაუთანაბრდება.

 


„ევროპული ველოსიპედები მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის არის. ჩინური კომპანიები მთავრობისგან ფულს იღებენ, სუბსიდიები კი ელექტრო ველოსიპედის თვითღირებულების 30, 40 და ხანდახან 50 პროცეტსაც კი ფარავენ,“ განაცხადა ფიოვარანტიმ.

 

 

Independent



გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად

გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად
access_time2020-09-20 20:13:05
“ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები – ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი. ” თქვა...

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა
access_time2020-09-20 20:35:56
ჩაკ ფინი მაღაზიების ქსელის Duty Free-ს წყალობით მილიარდერი გახდა, თუმცა, ამან მისი მოკრძალებული, და ასკეტური ცხოვრების წესი ვერ შეცვალა. მან სპეციალური ფონდი Giving While Living შექმნა, რომლის მიზანიც იყო აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის წარმოება სიცოცხლეში, და არა ფულის გადაცემა ფონდებისთვის გარდაცვალების შემდეგ,ბოლო 40 წლის მანძილზე ფინიმ ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დოლარი გაიღო. 2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 2 მლნ. დოლარი გადადო იმისთვის, რომ მას...

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?
access_time2020-09-20 15:25:59
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა. მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც...

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა
access_time2020-09-20 16:50:05
Tesla-ს აქციების ფასის რეკორდულმა ვარდნამ მცირე ინვესტორების განწყობებზე ვერ იმოქმედა - ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტალებს მომავალში აბანდებენ, და მათი ნაწილის სამუშაოს შეცვლაზეც კი მიდის, ოღონდ საყვარელ კომპანიასთან ახლოს იყოს. სწორედ ამ, საცალო აქციონერების დამსახურებაა ელექტროკარების მწარმოებლის კაპიტალიზაციის მუდმივი ზრდა. აქციების 20%-იანმა ვარდნამ Tesla-ს «ფან-კლუბის“ რწმენა ვერ შეარყია. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინჟინერისთვის დევიდ ბერდისთვის,...


მსგავსი სიახლეები

up