Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი

Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი

access_time2021-02-26 20:00:16

ათწლეულების მანძილზე ევროპის ავიაციაში 3 ურყევი ფაქტი იყო - პირველი - ბრიტანეთს ავიარეისების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს, მეორე - ლონდონი სხვა ქალაქებთან ყველაზე უკეთესადაა დაკავშირებული, მესამე - აეროპორტი „ჰიტროუ“ პირველ ადგილზეა მგზავრთა რაოდენობით.


პანდემიამ და მის წინააღმდეგ ბრძოლამ ეს ურყევი რეალობა რადიკალურად შეიცვალა - ამაზე საავიაციო ბიულეტენის The Anker Report-ის ექსპერტის რალფ ანკერის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგები მეტყველებს.


მან მსოფლიოს 400 აეროპორტში 2020 წლის აპრილ-დეკემბერში შექმნილი ვითარება გაანალიზა, და 2019 წლის მონაცემებს შეადარა.


ანკერის დასკვნა შემდეგია - ევროპის საავიაციო ბაზაზე 2 ლიდერი გამოჩნდა და მათ შორის ბრიტანეთი არც ერთი არაა. ორივე ეს ქვეყანა ევროპასა და აზიაში მდებარეობს, მაგრამ მათი გადაზიდვების ძირითადი ცენტრები ევროპულ ნაწილშია.


პირველ ადგილზე თურქეთი გავიდა, მეორეზე კი -რუსეთი, თანაც, მხოლოდ მოსკოვის და სანქტ-პეტებურგის მონაცემებზე დაყრდნობით.


შემდეგი ადგილები ესპანეთმა, იტალიამ და საფრანგეთმა დაიკავეს. ევროპის ავიაბაზრის ტრადიციული და მრავალწლიანი ლიდერი - ბრიტანეთი - მხოლოდ მე-6 ადგილზეა, მე-7-ზე კი გერმანია.



ქალაქების მიხედვით ჩანს, რომ მოსკოვმა და სტამბოლმა ლონდონს გაუსწრეს დას სამეფოს დედაქალაქი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს. რუსეთის დედაქალაქი რეიტინგის პირველ ადგილზეა, და მას კონკურენციას მხოლოდ სტამბოლი უწევს.

თუმცა, ზოგადად, ლიდერებიც საკმაოდ დაზარალდნენ - კვლევა აჩვენებს, კორონავირუსის პანდემიამ მათ მგზავრნაკადზე რამდენად უარყოფითად იმოქმედა.


სტამბოლის ახალმა აეროპორტმა ნაკადის 68% დაკარგა ეს მაშინ, როდესაც მისი მაჩვენებლები ბევრად უკეთესია, ვიდრე მისი ძირითადი კონკურენტების. სწორედ სტამბოლის აეროპორტი გახდა ევროპაში გადაზიდვების ლიდერი.


მოსკოვის დომოდედოვომ და შერემეტიევომ მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს, მე-4-ზე ამსტერდამია.

მე-5 ადგილზე ისევ სტამბოლია - ამჯერად ქალაქის აზიურ ნაწილში მდებარე აეროპორტი „საბიჰა გექჩენი“.


ყოფილი უპირობო ლიდერი - ლონდონის „ჰიტროუ“ - მხოლოდ მე-6 ადგილზე, და ის მცირედით პარიზის „შარლ დე გოლ“-ს უსწრებს. შემდეგ - ისევ მოსკოვი, აეროპორტი „ვნუკოვო“, რომელიც მე-8 ადგილზეა.


მე-9 პოზიციას მადრიდი, მე-10 კი - ფრანკფურტი იკავებს, მე-11-ს პარიზის მეორე აეროპორტი „ორლი“, მე-12-ზე - სანქტ-პეტებურტი, მე-13-ზე - ბარსელონა და ლისაბონი, მე-15-ზე - სრულიდ ახალი და ევროპისთვის უცნობი მოთამაშე გამოჩნდა - რუსეთის მთავარი საზღვაო კურორტი სოჭი.


ჩრდილოეთ-დასავლეთ ევროპის საავიაციო ბაზარი უბედურების ზონადაა ქცეული, და როგორც ჩანს, ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.


ოფიციალურმა ლოდნონმა ლოკდაუნიდან გამოსვლის საგზაო რუკა გამოაქვეყნა, რომელშიც არაფერია ნათქვამი ავიამიმოსვლის სრულფასოვანი აღდგენის ვადებზე. ავიაციის ზარალი შოკისმომღვრელია, და პირველ რიგში ეს დიდი დარტყმაა სპეციალისტებისთვის, რომლებმაც ბრიტანეთი მრავალწლიან ლიდერად აქციეს და დღეს თავიანთი შრომის შედეგების დანგრევას უყურებენ


independen.co.uk


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up