Independent: ბილ გეიტსი შესაძლოა, პირველი ტრილიონერი გახდეს

Independent: ბილ გეიტსი შესაძლოა, პირველი ტრილიონერი გახდეს

access_time2017-02-01 21:00:00

ახალი კვლევის თანახმად, ბილ გეიტსი შესაძლოა მომავალი 25 წლის განმავლობაში მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს. კვლევა Oxfam-მა ჩაატარა, რომელიც გლობალური სიღარიბის პრობლემაზე მუშაობს.

 

Oxfam-ის კვლევის მიხედვით, 2015 წლის შემდეგ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების 1%-მა იმაზე მეტი გამოიმუშავა, ვიდრე დარჩენილმა 1%-მა. ამასთან, პლანეტის უმდიდრესი 8 ადამიანი იმავე რაოდენობის ფულს აკონტროლებს, რამდენსაც 3.6 მილიარდი მაცხოვრებელი, მთელი დედამიწის მასშტაბით. Oxfam-ი ასეთი სახის სტატისტიკაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდა იმ ადამიანების მდგომარეობაზე უკეთ აისახება, ვინც უკვე გამდიდრებულია, ვიდრე უღარიბეს ადამიანებზე.

 

Oxfam-ის გათვლებით, ბილ გეიტსი, რომელიც Forbes-ის სიაში $85 მილიარდით პირველ ადგილს იკავებს, 86 წლის ასაკში თავისუფლად შეიძლება ტრილიონერი გახდეს. ამის საფუძველს კი კომპანიას აძლევს ის, რომ 2009 წლიდან ბილ გეიტსის ინვესტიციების ღირებულება 11%-ით არის გაზრდილი.

 


გეიტსი "ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის" დამფუძნებელია და დადებული აქვს პირობა, რომ მისი ქონების უდიდესი ნაწილი ფილანტროპიაში უნდა წავიდეს.

 

ამის მიუხედავად, კვლევა მიუთითებს, რომ გეიტსის ქონება „მაიკროსოფტიდან" წამოსვლის შემდეგ (2006) $50-დან $75 მილიარდამდე არის გაზრდილი. ამასთან, ქველმოქმედება „ადეკვატურ და სამართლიან გადასახადებს არ ექვემდებარება," აღნიშნულია კვლევაში.

 

 

ავტორი: Independent



მართლმსაჯულება ქართულად - ყოფილი სამხედროს ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებთან

მართლმსაჯულება ქართულად - ყოფილი სამხედროს ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებთან
access_time2020-10-01 10:00:49
საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაერთი სერიოზული პრობლემა, რომ არსებობს, ეს ყველამ კარგად იცის. ყველა საუბრობს იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას სასამართლოზე გავლენა აქვს, რომ სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს, მიკერძოებულია და ხდება სამართლის შერჩევითად გამოყენება. რომ სასამართლო საქართველოში ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ ეპყრობა, თუმცა დღეს „კომერსანტი“ მოგიყვებათ რადიკალურად განსხვავებულ ამბავს, ამბავს თუ როგორ აღმოჩნდა ყოფილი სამხედრო სახელმწიფო ინსტიტუტებთან...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ
access_time2020-09-30 18:55:13
ბოლო პერიოდში, სილქნეტის აბონენტთა მომსახურების მიმართულების ყოფილთანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა არხებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება კომპანიასთან დაკავშირებით, თითქოს კომპანიაში მიმდინარეობს გაფიცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს მედია საშუალებები და საზოგადოება. კომპანიის აბონენტთა მომსახურების მიმართულება გამართულად მუშაობს და სრული დატვირთვით...

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-09-30 18:05:31
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 8 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

ჩვენ უკეთესი სატარიფო შეთავაზებები გვაქვს - ელექტროსკუტერების ბაზარზე მაღალი კონკურენციაა

ჩვენ უკეთესი სატარიფო შეთავაზებები გვაქვს - ელექტროსკუტერების ბაზარზე მაღალი კონკურენციაა
access_time2020-10-01 12:00:17
„რაც  უფრო მეტი კონკურენტი გამოჩნდება ეს ჩვენთვისაც და ქალაქისთვისაც უფრო  კარგი იქნება , რადგან ქალაქს ველობილიკებიც ემატება და შედეგად ეკოლოგიური მდგომარეობაც გაუმჯობესდება“ - ასე  გამოეხმაურა ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისის „სქროლის“ ბიზნესგანვითარების მიმართულების ხელმძღვანელი დანიელ დოინიცინი  ბაზარზე  ორი კონკურენტის kicky-ს და „ტრენდის“ გამოჩენას. ელექტროსკუტერების გაზიარების სისტემა „სქროლი“, დედაქალაქში კორონავირუსის...

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს
access_time2020-09-30 16:00:57
საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე დაიწყება. თითქმის, 1 მლნ დოლარით შემცირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება და 5 მგვტ-იანი ელექტროსადგურის აშენებას ინვესტორი 3,5-4 მლნ დოლარად შეძლებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგური“ საგარეჯოში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და მისი წლიური გამომუშავება დაახლოებით, 7 მლნ კვტ/სთ...


მსგავსი სიახლეები

up