ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება

ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება

access_time2018-12-14 21:10:31


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ის უცხოელი სტუმრები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენეტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის ვიცეპრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სეიმის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მოლდოვის ვიცეპრემიერი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებების და გარემოს მინისტრი, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის ქნესეთის ვიცესპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამ-ის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი, ხოლო აშშ-იდან – USAID-ის წარმომადგენელი.


“საქართველო მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს საქართველოში სტუმრობისთვის. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობა მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო თანამეგობრობაში და გამოხატავს მზაობას, რომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლოთ ურთიერთობის გაღრმავებისათვის”, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ და დასძინა, რომ ინაუგურაციაზე ჩამოსული სტუმრები ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.



სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.


საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე 2013 წელს ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი უცხოეთიდან ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე იყო, რომელიც ამავდროულად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენდა. ინაუგურაციის ცერემონიას დაახლოებით 50 ქვეყნის, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების დელეგაციები დაესწრნენ. აშშ-ის დელეგაციას იმ შემთხვევაშიც USAID-ის ადმინისტრატორი რაჯივ შაჰი ხელმძღვანელობდა. უცხოელ ოფიციალურ სტუმრებს შორის იყვნენ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი; სომხეთის, რუმინეთის, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები; ირანის, მოლდოვის, ბულგარეთის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები; პორტუგალიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანი; იაპონიის საპარლამენტო ვიცემინისტრი საგარეო ურთიერთობების საკითხებში; ავსტრიის პარლამენტის ზედა პალატის პრეზიდენტი; პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვიცესპიკერი; ბელარუსის პარლამენტის ვიცესპიკერი; თურქეთის შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრი; ყატარის კულტურის მინისტრი; თურქმენეთის ეკონომიკის მინისტრი; უკრაინის ვიცეპრემიერი.


მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას კი 2008 წელს, 5 ქვეყნის – რუმინეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის – პრეზიდენტი ესწრებოდა. რუსეთიდან მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სტუმრობდა.



ნეტგაზეთი






„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია
access_time2019-03-22 17:40:34
29 მარტს 19 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“  ფარგლებში მორიგი წიგნის პრეზენტაცია იმართება.  ამჯერად დენიელ პინკის ცნობილი ბიზნეს-ბესტსელერი სახელწოდებით Drive ითარგმნა. წიგნისა და ღონისძიების მთავარი თემა მოტივაციაა. ღონისძიების სახელიც წიგნში განხილული თეორიიდან გამომდინარეობს „მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში“. წიგნი გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს...

მრავალფუნქციური კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება

მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება
access_time2019-03-19 19:00:10
მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება. საუბარია, პროექტზე, რომლის განხორციელება ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება.„კომერსანტი“ დაუკავშირდა თავად, პროექტის განმახორციელებელ კომპანია, შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“  ხელმძღვანელ ივერი ჭალიძეს და პროექტის ირგვლივ დამატებითი დეტალების გაჟღერება სთხოვა.  როგორც  ჭალიძე განმარტავს, ამ დროისთვის კომპანიას თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად განაცხადი...


მსგავსი სიახლეები

up