იმპორტის ჩანაცვლებისთვის ქართულმა კომპანიებმა მწარმოებელთა ფედერაცია შექმნეს

იმპორტის ჩანაცვლებისთვის ქართულმა კომპანიებმა მწარმოებელთა ფედერაცია შექმნეს

person access_time2016-04-07 10:35:27

საქართველოს მწარმოებელთა ახლადშექმნილი ფედერაცია ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და იმპორტის ჩანაცვლებისთვის „ანტიდემპინგური „ კანონისა და „ვაჭრობაში დაცვის შესახებ კანონის" მიღებას აუცილებლად მიიჩნევს.


 ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან სილაგავა რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ქართულმა კომპანიებმა ახალი ფედერაცია სწორედ იმპორტის ჩანაცვლების მიზნით შექმნეს. სილაგავა ამბობს, რომ ყველა სექტორს იდენტური პრობლემები აქვს და გადაწყდა მძლავრი ფედერაციის შექმნა,  რომელიც პრობლემების კონსოლიდაციას მოახდენს და იზრუნებს მათ გადაჭრაზე სწორი რეგულაციებით და სწორი საკანონმდებლო ბაზით. „დღეს ყველა დარგს აქვს ერთი პრობლემა – ეს არის სწორი კონკურენციის ნაკლებობა ბაზარზე. დღეს იმპორტი არის 80%, ადგილობრივი წარმოება კი 20%, სავალალო სტატისტიკაა, რომელიც, თუ არ შეიცვლება, აისახება ქართულ ეკონომიკაზე, ბიუჯეტზე და ადგილობრივ მწარმოებლებზე, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს" – განმარტავს სილაგავა.


 

მისივე თქმით, იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია აღიარებულია მთავრობის მიერ და ფედერაცია იქნება ამ მიმართულებით მათი პარტნიორი, თუმცა თუ არ მოხდა დაანონსებული კანონების მიღება,  დღეს არსებული კანონმდებლობით ადგილობრივი წარმოება იჩაგრება. სილაგავა განმარტავს, რომ ფედერაციის წევრები სასათბურე პირობებს არ ითხოვენ და სურთ თანაბარი კონკურენცია,  როგორც ეს ცივილურ ქვეყნებშია მიღებული. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ მხოლოდ კონკურენციის შესახებ კანონი არ არის საკმარისი, რადგან ის თავისი არსით მხოლოდ შიდა ბაზრებზე კონკურენციის შედარებას ახდენს, ანტიდემპინგური კანონი იმპორტირებულ ბაზრებსა და ადგილობრივ ბაზრებს შორის შედარებას მოიცავს, ვაჭრობაში დაცვის შესახებ კანონი კი იცავს ადგილობრივ მწარმოებლებს არათანაბარი კონკურენციისგან. ლევან სილაგავა დასძენს,  რომ სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც წარმოების განვითარებაზე ორიენტირებულია, კარგია, თუმცა თუ ბაზარი სწორად დალაგებული არ იქნება,  მწარმოებლებს არ ექნებათ  პროდუქციის რეალიზაციის საშუალება და დაიჩაგრებიან  იმპორტისგან.  საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციას სხვადასხვა სექტორიდან 50– მდე დამფუძნებელი კომპანია ყავს.



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up