ივნისში საქართველოში $1.8მლნ-ს 1.5 ათასი ტონა მაკარონი იმპორტირდა, რაც ფულად გამოსახულებაში 68%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021ივნ:$1.1მლნ-ს 1.4 ათასი ტ).
იმპორტირებული მაკარონის ფასი 63%-ით არის გაძვირებული. თუ შარშან ივნისში 1 კგ იმპორტირებული მაკარონი 0.73 დოლარი ღირდა, წელს მისი ფასი 1.19 დოლარია.
ივნისის იმპორტის ტოპ პარტნიორები:
1 რუსეთი -$1.1მლნ-ს 965ტ (იმპორტის 59.5%).
2 იტალია - $0.4მლნ-ს 281 ტ (იმპორტის 23%).
3 თურქეთი - $0.1მლნ-ს 122 ტ (იმპორტის 7.3%).