"აგრობადემ" სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე შეკვეთები საწარმოს გახსნამდე მიიღო

access_time2021-06-21 12:00:02

ქარელის რაიონში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების ქართული საწარმო "აგრობადე" მიმდინარე ზაფხულში იხსნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ნახევარი მილიონი დოლარია და USAID პროგრამის თანადაფინანსებით ხორციელდება.


კომპანია „აგრობადეს“ დამფუძნებელი ავთანდილ მაისურაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მართალია, საწარმო ჯერ არ არის გახსნილი, მაგრამ პროდუქციაზე მოთხოვნა უკვე ძალიან მაღალია. მისი თქმით, კომპანიამ 100 ჰექტარი ფართობისთვის დამცავი ბადეების დამზადების შეკვეთები უკვე მიიღო.


„ამ ეტაპზე საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს და დაახლოებით თვის ბოლოს დასრულდება, ერთი თვის შემდეგ კი საქონლის წარმოებას დავიწყებთ. მართალია, გახსნა რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა სეტყვა საწინააღმდეგო ბადეების საწარმო ზაფხულში აუცილებლად გაიხსნება.

მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ადრე ჩვენს კომპანიას თურქეთიდან და იტალიიდან შემოჰქონდა პროდუქცია და იმის მონტაჟს ვახდენდით, ახლა კი უკვე ადგილზე დავიწყებთ წარმოებას. იმპორტირებულ პროდუქციას ფასით გავუწევთ კონკურენციას. რადგან გერმანელი და თურქი პარტნიორები გვყავს, შესაბამისად, სპეციალისტებიც უცხოელები გვეყოლებიან და დანადგარებიც იქიდან შემოგვაქვს. ამიტომ, ხარისხი იმპორტირებულის შესაბამისი იქნება, ხოლო ფასი უფრო დაბალი. გარდა ამისა, ჩვენთან მუშახელიც უფრო იაფია და ტრანსპორტირებაც არ იქნება საჭირო.

რაც შეეხება საჭირო მასალას, ანუ ძირითადად პოლიმერს, ის თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ევროპიდან შემოგვაქვს, დანარჩენი კი, მათ შორის ძაფის წარმოება და მოქსოვა, საქართველოში მოხდება“, - აღნიშნავს ავთანდილს მაისურაძე.




მისივე თქმით, ქართველი ფერმერები საწარმოს გახსნას ელოდებიან, რადგან ბოლო წლებში ქვეყენაში ხილ-ბოსტნეულის და კენკროვნების მსხვილი ფერმების რაოდენობა გაიზარდა, ასევე მევენახეების მხრიდანაც არის მოთხოვნა. „აგრობადეს“ დამფუძნებელის ინფორმაციით, დასაწყისისთვის საქართველოს ბაზარს, პანდემიის დასრულების შემდეგ კი საერთაშორისო ბაზრებსაც აითვისებენ.


„შეკვეთები უკვე გვაქვს და მოთხოვნაც ქართველი ფერმერების მხრიდან მაღალია. სეტყვა გამძლე ბადეები გათვლილია როგორც მეხილეობისთვის, ასევე მევენახეობისთვის. გარდა ამისა, დავიწყებთ მზისგან დამცავი ბადეების წარმოებასაც, რომელიც, მაგალითად, ერთწლიან კულტურებს მზისგან დაიცავს.

უცხოეთშიც ვგეგმავთ პროდუქციის გატანას, თუმცა პანდემიის გამო ეს საკითხი სავარაუდოდ ცოტა გადაიწევს. ვფიქრობ, კონკურენციას უცხოურ პროდუქციას მარტივად გავუწევთ, აი მაგალითად რუსეთში ბადეები თურქეთიდან შედის, მაგრამ ჩვენგან უფრო იაფი იქნება იქ შეტანა, რადგან უფრო იაფი დაგვიჯდება წარმოება. ვფიქრობ, რეგიონის სხვა ქვეყნებსაც დავაინტერესებთ.


პროექტის საინვესტიცო ღირებულება 500 000 დოლარია, საიდანაც ნაწილს USAD გვაფინანსებს, ნაწილი კი აგრო სესხი გვაქვს აღებული“,
- ამბობს ავთანდილ მაისურაძე.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
აგრობადე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up