გაყინული ფრინველის ხორცში “დაგროვილ“ წყალში მომხმარებელი ფულს აღარ გადაყრის  - სახელმწიფო პროდუქტის ხარისხის გაკონტროლებას იწყებს

გაყინული ფრინველის ხორცში “დაგროვილ“ წყალში მომხმარებელი ფულს აღარ გადაყრის - სახელმწიფო პროდუქტის ხარისხის გაკონტროლებას იწყებს

access_time2019-07-23 09:00:15


წყალში გადახდილი ფული, ეს არის მიზეზი, როს გამოც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს ბაზარზე გაყინული ქათმის ხორცის ხარისხი შეისწავლა და „ტექნიკური რეგლამენტი - ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიიღო - მიზანი - ბაზარზე ხარისხის გაკონტროლება და მომხმარებელთა უფლებების დაცვაა.  


ახალი რეგულაცია   ნიშნავს იმას, რომ  2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს გაციების მეთოდიდან გამომდინარე წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.


საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს ქვეყანაში 60 079,0998 ათასი აშშ დოლარის ღირებულების გაყინული ქათმის (ფილე, ბარკლები და სხვა ნაწილები) შემოვიდა, რომელთა დიდ პროცენტში, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც ადასტურებენ, წყლის შემცველობა ნორმაზე მაღალია და ხშირ შემთხვევაში 20-30%-ს აღწევს. 


მართალია, კონკრეტული ციფრი ჯერჯერობით დათვლილი არ არის, მაგრამ აშკარაა, გაყინული ქათმის მომხმარებელი, რომელიც უმეტესად ისედაც სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობაა, ფულს უბრალოდ წყალში იხდის და თან ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.


„წყლის შემცველობის პროდუქცია მართალია, მავნებელი არ არის, მაგრამ მარკეტინგული სტანდარტია და სახელმწიფოს ინტერესია, რომ მომხმარებელმა ეკონომიკური ზარალი არ განიცადოს. როგორც შესწავლით დავადგინეთ, გაყინული ფრინველის ხორცში წყლის შემცველობა დასაშვებ ნორმას 3-ჯერ და 5-ჯერ აღემატება, გამოდის, რომ  მოსახლეობა 20-30% წყლის შემცველობის ქათამს  ყიდულობს. მომხმარებელი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული, თუ რა პროდუქციას ყიდულობს. აქამდე ჩვენ არ გვქონდა რეგულირებული  ეს საკითხი.   ახალი რეგულაციის ამოსავალი წერტილი სწორედ  მომხმარებლის უფლებების დაცვაა,“ - აცხადებს „კომერსანტთან“  საუბარში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე.


როგორც კალანდაძე აღნიშნავს, რეგულაციის შემუშავებამდე  სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ ქათმის ხორცის მწარმოებელ როგორც ადგილობრივ, ასევე იმპორტიორ კომპანიებს და ამ საკითხზე გადაწყვეტილება სწორედ ბიზნესთან ერთად მიიღეს - ანუ დაწესდეს ევროპული რეგულაციები.  


ადგილობრივი ბიზნესი სრულად იზიარებს სამინისტროს პოზიციას. მათი თქმით, მაღალპროცენტიანი წყლის შემცველი, იმპორტირებული გაყინული ქათამი  აზარალებს როგორც მოსახლეობას, ასევე ადგილობრივ ბიზნესს, რომელიც მომხმარებელს ხარისხიან პროდუქტს სთავაზობს:


„ქათამს ვინც პატიოსნად აწარმოებს, ასეთ პროდუქტში წყლის შემცველობა 5%-ზე დაბალია. ბევრი არაკეთილსინდისიერი მწარმოებელი კი, გაყინულ ქათმის ხორცში წყლის შემცველობას 20-30%-მდე უშვებს და კლიენტზე რეალურად წყალს ყიდის,“- ასე აფასებს „კომერსანტთან“ „ფრინველის ხორცის“ შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტის 2020 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედებას კომპანია „ჩირინას“ (ბრენდი ბიუ-ბიუ) დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე.


როგორც ბიზნესმენი „კომერსანტთან“ განმარტავს, ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია, რადგან, ევროსტანდარტის მიხედვით, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 5%-ზე დაბალი უნდა იყოს.


„საქართველოში შემოსულ, იმპორტირებულ, გაყინულ ქათმის ხორცში წყლის შემცველობა მაღალია. ეს კი მომხმარებლის მოტყუებაა. იმპორტიორი ამით წონას ზრდის, მომხმარებელს კი წყალში ფულს ახდევინებს,“-აცხადებს ვაშაკიძე.



კითხვაზე, რას შეცვლის აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება ბაზარზე და ხომ არ გამოიწვევს ეს პროდუქციაზე ფასის ზრდას, ვაშაკიძე განმარტავს, რომ იმპორტიორები იძულებულები იქნებიან საქართველოში კარგი ხარისხის პროდუქტი შემოიტანონ. რაც შეეხება ფასის ზრდას, ამას ბიზნესმენი კატეგორიულად გამორიცხავს.


კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებლისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ხორცის იმპორტიორი კომპანია „დუს“ ხელმძღვანელს დავით გოგიჩაიშვილს.


„იმპორტირებულ ფრინველის ხორცზე რეგულაციების ამოქმედება ადგილობრივი მწარმოებლების მოთხოვნაა, რადგან იმპორტირებული ქათმის ხორცი მათ მიერ წარმოებულ ნედლ ქათამს უწევს კონკურენციას და წყლის შემცველობაზე რეგულაციის დაწესება სწორედ მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს,“ - აცხადებს გოგიჩაიშვილი.


მისი განცხადებით, ახალი რეგულაცია იმპორტიორებს არათანაბარ კონკურენტულ გარემოს უქმნის, რადგან ისინი ადგილობრივი ბიზნესისგან განსხვავებით იმპორტის გადასახადს იხდიან, შესაბამისად, მომავალში მოსალოდნელია გაყინულ ქათმის პროდუქტზე ფასის გაზრდა.  


„ქვეყანაში იმპორტირებული ქათამი რომ არ შემოვიდეს, ადგილობრივი მწარმოებლები ქვეყანას ფრინველის ხორცით ვერ მოამარაგებენ. უფრო მეტიც, ქათმის ხორცის ნაწილებზე, მათ შორის, ბარკალზე შეიძლება დეფიციტიც კი შეიქმნას. იმპორტირებული კი შემოვა ბრაზილიიდან და არგენტინიდან (მშრალი გაყინვის მეთოდით, 5%-ზე ნაკლები წყლის შემცველობით), რომელიც ძვირია. საბოლოოდ, კი პროდუქცია გაძვირდება და ისედაც გაჭირვებული ხალხი ვეღარ იყიდის. დაიწყება შემოწმება, ეტიკეტირებაში ცალკე ფული დაგვეხარჯება და ასე შემდეგ. საბოლოოდ, ეს ზედმეტი ხარჯია. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო ბიზნესს ხელს უწყობდეს, პირიქით. რეალურად, ბაზარი ვიღაცამ კი არ უნდა აკონტროლოს, არამედ მომხმარებელმა. როდესაც იგი სავაჭრო ცენტრში შედის, არჩევანი თავად  უნდა გააკეთოს. მას შეუძლია იყიდოს ბრაზილიური ბარკალი, რომელიც შედარებით ძვირი ღირს, მაგრამ მშრალი გაყინვითაა (წყლის შემცველობა 5%-ზე ნაკლები) და ამერიკული, რომელიც სველი გაყინვითაა და შედარებით იაფია. არჩევანის საშუალება დავუტოვოთ მომხმარებელს. აქ რა საჭირო იყო სახელმწიფოს კონტროლი? ასეთია გოგიჩაიშვილის პოზიცია.


არგუმენტი, რომ გაყინულ ქათამზე ფასი გაიზრდება და მისი კონტროლი სახელმწიფოს ვალდებულება არაა, არასწორია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის.


„მომხმარებელი, რომელიც წყლის 3-ჯერ მეტი შემცველობის ქათამს ყიდულობს არის მოტყუებული. ჯერ ერთი - იგი, ფაქტობრივად, წყალში იხდის ფულს და ეს გაცილებით ძვირი გამოდის და მეორეც, ასეთ პროდუქტს არ აქვს ცილების საჭირო რაოდენობა და ენერგეტიკული ღირებულება. ანუ მომხმარებელი ორმაგად მოტყუებულია. ამიტომ ჩვენი მიზანია, სრულად იყოს ინფორმირებული მოსახლეობა და იყიდოს ხარისხიანი პროდუქცია. აღნიშნული რეგულაცია არ ნიშნავს სფეროს გამკაცრებას, პირიქით, ეს იწვევს ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას. 5 წლის წინ მივიღეთ ტექნიკური რეგლამენტი   რძის ნაწარმთან დაკავშირებით. მაშინაც იყო ის არგუმენტები, რომ ეს ყოველივე რძის ნაწარმის გაძვირებას გამოიწვევდა, თუმცა ასე არ მომხდარა. ნაწარმი არ გაძვირებულა, მომხმარებელმა კი ზუსტად იცის,როდის ყიდულობს რძის ნაწარმს. ასეთი სხვა რეგულაცია მივიღეთ თხილზეც, თაფლზეც, ამიტომ არანაირი ფინანსური რყევა ამას ბაზარზე არ გამოუწვევია,“ - ეს სოფლის მეურნეობის სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თენგიზ კალანდაძის პასუხია რეგულაციის მოწინააღმდეგეებისადმი.


როგორც თენგიზ კალანდაძე განმარტავს, რეგულაციის ამოქმედების შემდეგ გარკვეული შეღავათებია დაწესებული იმპორტიორებისთვის, კერძოდ  პირველ ჯერზე თუ ქვეყენაში შემოვა გაყინული ქათამი, რომელსაც 5%-ის ნაცვლად 6%-იანი წყლის შემცველობა აქვს, იგი არ განადგურდება. ამ შემთხვევაში სავალდებულო გახდება პროდუქციას სტიკერზე, წითელი ასოებით დაეწეროს  წყლის შემცველობის ზუსტი პროცენტული მაჩვენებელი. განმეორების შემთხვევაში კი რეგულაციის დამრღვევს დაეკისრება ფინანსური სანქციები და მოუწევს ტვირთის იმპორტიორ ქვეყანაში გაბრუნება.


რაც შეეხება რეგლამენტის სხვა დეტალებს :


ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს გაციების მეთოდიდან გამომდინარე  წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.  


რეგლამენტით განსაზღვრულია დაფასოებული  ადგილობრივი წარმოების გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცის წონის კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირება. რეგლამენტის თანახმად, ყველა დაფასოებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წონის მაჩვენებელი, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. 


ამასთან, ეტიკეტზე მეურნეობის ტიპის და ფრინველის ზრდის/გამოყვანის მეთოდების მითითება დასაშვები იქნება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.


იმპორტირებული ხორცის შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ან აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შესაბამისობაშია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. 


ტექნიკური რეგლამენტი ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ბაზარზე კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების შექმნას.


დადგენილება ძალაში ეტაპობრივად შევა. ძირითადი ნორმები ამოქმედდება 2020 წლის პირველი თებერვლიდან, ხოლო ნაწილი - 2024 წლიდან.



სოფო ქსოვრელი 






„მინიონები“ ფილიალებს ხურავს - პანდემიის პირობებში კომპანიას ბანკმა სესხის გადაუხდელობის გამო შენობა დაათმობინა

 „მინიონები“ ფილიალებს ხურავს - პანდემიის პირობებში კომპანიას ბანკმა სესხის გადაუხდელობის გამო შენობა დაათმობინა
access_time2020-07-10 14:45:35
საბავშვო გასართობი ცენტრი „მინიონები“დახურვის პირასაა. ცენტრი, რომელიც პანდემიამდე სამ ფილიალს მართავდა, ერთ-ერთი მსხვილი ბანკის პროცენტის გადაუხდელობის გამო იძულებული გახდა ერთი ფილიალი საფინანსო ინსტიტუტისთვის დაეთმო.   საბავშვო გასართობი ცენტრებისთვის რეგულაციები და მუშაობის სრულად განახლების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. როგორც „მინიონების“ მარკეტინგის განყოფილებაში განმარტავენ, ამ სფეროში მუმუშავე რამდენიმე კომპანიამ ერთობლივად უკვე მიმართა შესაბამის...

გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი იყოს

გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი იყოს
access_time2020-07-10 12:30:27
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყოს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილიც ვიხილოთ. „რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა...“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ipn.ge

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე მონიტორინგის შედეგები საქმის განმხილველ ყველა მოსამართლეს გაუგზავნა

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე მონიტორინგის შედეგები საქმის განმხილველ ყველა მოსამართლეს გაუგზავნა
access_time2020-07-10 10:50:20
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე განხორციელებული სამართლებრივი დასკვნა და მონიტორინგი საქმის განმხილველ ყველა მოსამართლეს უკვე მიაწოდა, რათა გაცნობილ ყოფილიყო საქმის ირგვლივ ალტერნატიული დასკვნები და შეხედულებები. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა. მისი ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგები, ასევე მიეწოდა უზენაეს სასამართლოში ამავე საქმეზე დანიშნულ მოსამართლეს, მირანდა ერემაძეს, რომელმაც საქმის წარმოებაში...

ვეცდებით პირველი სამი თვე ფასები არ გავზარდოთ -  „Snap Fitness Georgia“  პირველ ეტაპზე ორ ფილიალს გახსნის

ვეცდებით პირველი სამი თვე ფასები არ გავზარდოთ -  „Snap Fitness Georgia“  პირველ ეტაპზე ორ ფილიალს გახსნის
access_time2020-07-10 13:25:20
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „Snap Fitness Georgia“, სპორტული დარბაზში ახლა სპეციალისტებს ელოდებიან, რომლებიც გადაწყვეტენ გაიხსნება თუ არა ფიტნეს კლუბი. „Snap Fitness Georgia“-ს დირექტორი სოფო სოლოღაშვილი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე ორ, ყაზბეგის და ცინცაძის ფილიალებს გახსნიან,...

ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გამო საერთაშორისო კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ

ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გამო საერთაშორისო კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ
access_time2020-07-10 10:00:28
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი მარგველაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოს ფარმაცევტული ბაზარზე პირდაპირი წარმომადგენლობა დახურა ისეთმა უმსხვილესმა საერთაშორისო კომპანიებმა როგორიცაა Glaxo, Sandoz, astellas pharma. ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ფარმაცევტული...


მსგავსი სიახლეები

up