იმპორტიორები ფასების ზრდისთვის ემზადებიან

იმპორტიორები ფასების ზრდისთვის ემზადებიან

person access_time2016-01-26 16:30:01

იმპორტიორები პროდუქციაზე ფასების მატებას იმ შემთხვევაში გეგმავენ, თუ ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 2,55-2,60 პუნქტამდე დაეცემა. ამის შესახებ „კომერსანტთან" მსხვილი იმპორტიორები აცხადებენ. მათი განცხადებით, დიდი მოლოდინით დააკვირდებიან დღის ბოლოს ვაჭრობის შედეგებს, რომლის შემდეგაც გადაწყვეტენ სამომხმარებლო და კვების პროდუქციაზე ფასები გაზარდონ თუ არა.


“ქართული სადისტრიბუციო კომპანიის“ დირექტორი ზურა ხუციშვილი აცხადებს, რომ ის დააკვირდება ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, დღევანდელ ვაჭრობის შედეგებს და გადაწყვეტილებას საღამოს მიიღებს. „თუ ლარმა განაგრძო გაუფასურება, სხვა გამოსავალი არ გვექნება. თუმცა, ამ დროისთვის ფასების კორექტირება არ მოგვიხდენია," - აცხადებს ხუციშვილი.


გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები, ამის პროგნოზს ჯერ ვერ აკეთებს იმპორტიორი კომპანია "ჯიდი ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი უტა მაზიაშვილი. მისი თქმით, ამ დროისთვის კომპანიას აქვს რეზერვები, რითიც ფასების შენარჩუნებას ახდენს, თუმცა, თუ ლარი უახლოეს დღეებში 2.6 ნიშნულამდე გაუფასურდა, ეს პროდუქციის ფასების მომატების საფუძველი აუცილებლად გახდება.



მისივე ინფორმაციით, თუ პროდუქცია რუსეთიდან არის იმპორტირებული, შესაძლოა გაიაფდეს კიდეც, ხოლო თუ ევროპიდან-მაშინ გაძვირდეს. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, კომპანიას ბოლო პერიოდია ფასების კორექტირება არ მოუხდენია.


ფასების ზრდას ამ დროისთვის არ გეგმავს იმპორტიორი კომპანია „შარმ ტრეიდინგი.“ კომპანიის დირექტორი ვახტანგ საძაგლიშვილი აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე დააკვირდება სიტუაციას და გადაწყვეტილებას ფასების ზრდასთან დაკავშირებით ამის შემდეგ მიიღებს. მისი თქმით, კომპანია ფასების შენარჩუნებას 2.55-2.60 ნიშნულამდე შეძლებს.


შეგახსენებთ, ეროვნულმა ვალუტამ კურსის ვარდნის რეკორდი უკვე მოხსნა და ახალი რეკორდების დამყარება დაიწყო. დღეს ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2.4923 ლარია, თუმცა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კურსი 2,55-საც აღწევს, მიკროსაფინანსო და საბანკო სექტორში კი ამ წუთებში ერთი დოლარის შეძენა 2 ლარად და 54-55 თეთრადაა შესაძლებელი.

 




მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up