Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე

access_time2022-06-21 13:00:00

Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზე განახორციელონ ინვესტიცია მათთვის სასურველ ინდუსტრიაში.


პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 20-მა გუნდმა, რომელმაც 3 თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. პრე-აქსელერატორის განმავლობაში სტარტაპებმა ჩამოაყალიბეს ფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება.


დემო დღეზე ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე 16 გუნდი წარდგა, დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით.


მონაწილე სტარტაპები:


1. AMBRY - ბლოკჩეინზე დაფუძნებული ანალიტიკური AML პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც ფინანსურ სექტორებს და ბანკებს, ასევე კრიპტო პლატფორმებს, შეამოწმონ და აკონტროლონ კრიპტო ტრანზაქციები და მისამართები.


2. MEDU - სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ამარტივებს და ხელმისაწვდომს ხდის პროფესიული კომუნიკაციისა და გამოცდილების გაზიარების პროცესს.


3. WEMPLER - პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ერთჯერად დამხმარეებს ერთჯერადი დახმარების მსურველებთან.


4. SPACEM - რესტორნის ოპერაციების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის პლატფორმა.



5. CARLINK - მანქანის მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული ავტო ასისტენტი, რომელიც ზოგავს დროს და ფინანსებს.

6. PHARAO - ნამდვილი ადამიანების 3D ავატარების ციფრული ბიბლიოთეკა.

7. SETPLACE - გადასაღები ლოკაციების დაჯავშნისა და გაქირავების პლატფორმა.

8. WORKIN - პლატფორმა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერებისა და ტექ. რეკრუტერებისთვის. ჩვენ ვამარტივებთ რეკრუტირების პროცესს, ვეხმარებით ბიზნესს ზრდაში და ხარისხის გაუმჯობესებაში.

9. SPICEAPP - პლატფორმა, სადაც მოკლევადიანი უცხოელი ვიზიტორები, ადგილობრივი კომპანიებისგან ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ.

10. LAWFORMER - მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული იურიდიული ტექ. პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ხელშეკრულებების შექმნის და სამართლებრივი კვლევის პროცესს მუხლების ციფრული ბიბლიოთეკის, ხელშეკრულების შესაქმნელი სმარტ ხელსაწყოსა და სასამართლო ქეისების მოკლე მიმოხილვების საშუალებით.

11. DIDGE - ქლაუდზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახამრებით ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს, ქონთენთის გენერირებით და ოპტიმიზებით, გააძლიერონ მათი ონლაინ ხილვადობა სოც. მედიაში და საიტებზე.

12. COSTY - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენის, ანალიზისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების ონლაინ პლატფორმა.

13. COLLAB2B – მულტიფუნქციური B2B გაყიდვების პლატფორმა, რომელიც სპეციალიზებულია ელექტრონულ კომერციასა და საბითუმო ვაჭრობაში და აერთიანებს ვაჭრობისთვის საჭირო ყველა სერვისს.

14. NOMADERIA - პლატფორმა, რომელიც დისტანციურად მომუშავე მოგზაურებს დაეხმარება მათი ინტერესების შესაფერისი ქვეყნის შერჩევაში, სამოგზაურო დოკუმენტების მომზადებაში, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების შერჩევაში, საჭირო კავშირების დამყარებაში და ა.შ.

15. TASTEIT - სოციალური ქსელი რესტორნებისა და მათი მომხმარებლებისთვის.

16. LYNX - ვებ. გვერდი, რომელიც აკავშირებს მცირე და საშუალო ბიზნესებს ფინანსურ ინსტიტუტებთან, ბიზნეს სესხის გაცემის გასამარტივებლად.


პრე-აქსელერაციის პროგრამას უძღვება იმფაქთ ჰაბ თბილისის მიერ შექმნილი საინიციატივო გუნდი, გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში. მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გუნდმა ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პირველი ნაკადის დემო დღე 2021 წლის ივნისში გაიმართა, პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა საერთო ჯამში 800.000 ლარის ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს.

„აღსანიშნავია, რომ პრე-აქსლერატორის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, ვფიქრობთ, ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და მიხარია, რომ Impact Hub Tbilisi ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.“ - აღნიშნა იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.

სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entrepreneurship Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი, აჭარა ჯგუფი.


NS



თეგები:
თიბისი



საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF

საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF
access_time2022-07-07 18:00:00
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ფონდის ახლო აღმოსავლეთის ხელმძღვანელმა ჯიჰად აზურმა გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ IMF-მა საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი 5.5%-დან 3.2%-მდე შეამცირა, თუმცა ჯიჰად აზური არ გამორიცხავს, რომ ფონდმა...

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-07 17:30:45
ეროვნული ბანკის მიერ 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9119 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.96%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8850 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.28 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი...

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...


მსგავსი სიახლეები

up