„აკრძალვების შერბილებისას შეიძლება, შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს, ანუ ყველაფერი ისევ და ისევ მოსახლეობაზეა დამოკიდებული“, — ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ხალხს ჰგონია, რომ კორონა დამთავრდა, მაგრამ ის არსად არ წასულა, კვლავ ჩვენთან არის. ერთი წელი მაინც... შემოდგომის ბოლოდან ძლიერ მეორე ტალღას ველით - ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება... ვიცხოვროთ კორონასთან ერთად. სოციალური დისტანცირება, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და ნიღაბი - აი, ასეთია კორონასთან ერთად ცხოვრების წესი. თუ წესებს დავიცავთ, ზაფხულში ვირუსი ნაკლებად აქტიური იქნება“, — აღნიშნა იმნაძემ.
tabula.ge