„იმისთვის რომ ვირუსი არ გავრცელდეს აბსოლუტური ძალაუფლება აქვს მთავრობას და გამოიყენონ“- ლევან კობერიძე

„იმისთვის რომ ვირუსი არ გავრცელდეს აბსოლუტური ძალაუფლება აქვს მთავრობას და გამოიყენონ“- ლევან კობერიძე

access_time2020-04-09 16:00:19

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“  ლიდერი, ლევან კობერიძე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჯანდაცვის სფეროს მიერ გატარებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს.ლევან კობერიძემ, ტელეკომპანია “tv პირველის“ ეთერში  აღნიშნა, რომ ის ხარვეზები, რომელიც საქართველოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ექმნებად, პანდემიის დროს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს.

 

თუმცა, კობერიძე თვლის, რომ  როდესაც ქვეყანა ვირუსის პიკს უახლოვდება, აუცილებელია ყველა ჰოსპიტალი და სამედიცინო პერსონალი ამ პერიოდს შესაბამისად მომზადებული დახვდეს.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ მედპერსონალი თავისი მაღალკვალიფიციური მუშაობით განსაზღვრავენ იმ მიღწევებს, რომელსაც დღეს ყველა ნათლად ვხედავთ.  მთავრობასაც ნამდვილად უნდა დავუფასოთ, რომ  დაუჯერა ამ პროფესიონალ ადამიანებს, რაც ასევე  მოსახლეობის კეთილგონიერ ქმედებებთან ერთად ერთობლიობაში მოდის.  ეს არის იმ კარგი შედეგების განმსაზღვრელი , რომელიც დღეს გვაქვს.“-განაცხადა ლევან კობერიძემ და იმ მთავარ აქცენტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელის მიხედვითაც ვირუსთან ბრძოლის დროს  მოსახლეობამ და მედპერსონალმა უნდა იხელმძღვანელოს.

 

„პირველ რიგში, ფიზიკური დისტანცირება ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ამის გარეშე სხვა კომპლექსური ცვლილება არ იქნება წარმატების მომტანი.მნიშვნელოვანია ნაკადების მართვა, რომელიც მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს როლია და არ ეხება  მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ან ინფექციურს.მესამე საკითხია არამარტო გაიდლაინები, არამედ, პროტოკოლიც, რომელიც ვიმედოვნებ, რომ დარიგებული აქვთ კლინიკებს  და დეტალურად გაიარეს მასში შეტანილი საკითხები.ასევე მნიშვნელოვანია პერსონალის  აღჭურვა პირბადით, სპეცტანსაცმლით და სხვა ნივთებით და ამ ნივთების სწორად გამოყენება.“-ამბობს კობერიძე.

 

დამოუკიდებელი დეპურატი აღნიშნულ ჩამონათვალთან ერთად მნიშვნელოვნად  სწრაფი ტესტების საკითხსაც  მიიჩნევს, თუმცა, როგორც  ის აღნიშნავს,   ამ თემაზე საუბარი მთავრობის წარმომადგენლებს და პრემიერ მინისტრს აღიზიანებს.

 


„როდესაც ვახსენებთ სწრაფი ტესტების საკითხს, მთავრობის წარმომადგენლები განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრი ღიზიანდებიან, გიორგი გახარიამ თემას ხელის აქნევით ეპასუხება. მე არ ვითხოვ, რომ მასობრივი ტესტირება ჩატარდეს ამის არც რაოდენობაა საკმარისი და ვერც იქნება მსოფლიო დეფიციტის ფონზე.აქ საუბარია იმაზე, რომ  რისკ ჯგუფებისათვის საკმარისი ტესტები უნდა არსებობდეს. ტესტები, რომ საკმარისი რაოდენობის გვქონდეს, ქვეყანაში შემოსულ  მგზავრებს  შევამოწმებდით და საჭიროების მიხედვით კარანტინში გადავიყვანდით.  იგივეს ვიტყოდი მედპერსონალზეც და ყველა იმ  ადამიანზე, რომლებიც ამ პირობებში წინა ხაზზე მუშაობენ,  უნდა მოწმდებოდნენ სწრაფი ტესტების მეშვეობით.“-ამბობს ლევან კობერიძე.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ  რა იწვევს მთავრობის გაღიზიანებას, როდესაც საუბარი სწრად ტესტებს ეხება, დეპუტატის თქმით, მთავრობას შესაძლოა ჰქონდეს მიდგომა, რის მიხედვითაც   საგანგებო მდგომარეობის დროს პასუხისმგებლობა მათზეა და არ სურთ არავის ჩარევა.  

 

„გაღიზიანება შეიძლება  გამოწვეული იყოს იმით, რომ ყველა სიტუციაზე პასუხისმგებლები თავად არიან და არ უნდათ საქმეში სხვა ჩაერთოს. კარგად იმუშავებენ თუ ცუდად პასუხისმგებლობას თავიანთ თავზე იღებენ და გაღიზიანების ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება ეს  იყოს. მთავრობას ამ ნაბიჯით უნდა უნიათობის სახელი მოიშოროს და თქვას, რომ ძალიან კარგად შეძლებია მართვა.“-ამბობს კობერიძე და აღნიშნავს, რომ მთავრობა დღემდე გეგმის გარეშე მუშაობს. 


კობერიძის თქმით, მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, თუ რას აპირებს ხელისუფლება არსებული ვითარების დროს და მისი დასრულების შემდეგ დეპუტატს არ მიუღია.


„პარლამენტში შეკრებაზე, როდესაც იყო საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე საუბარი, საკითხად დავაყენე ის, თუ რა გეგმები აქვს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის შემოღების დროს თუ შემდეგ პერიოდში  ჯანდაცვითი და ეკონომიკური მიმართულებით.იმისთვის რომ პარლამენტი დარწმუნებულიყო, რომ მთავრობას შეუძლია არსებულ მდგომარეობაში სიტუაციის მართვა, მოვთხოვე ეს გეგმები.  სამწუხაროდ, არცერთი გეგმა არც ჯანდაცვის და არც ეკონომიკური მიმართულებით არ მიმიღია. მიუხედავად იმისა, რომ  ეპიდემიის რისკი დიდია, მე მათ გადავეცი უფლებამოსილება საგანგებო მდგომარეობის მართვასთან დაკავშირებით.“


 გადაცემის მსვლელობის დროს ლევან კობერიძემ სოციალურ დისტანცირებასა და ეკლესიაზეც ისაუბრა, მისი თქმით, იმისთვის რომ ვირუსი დამარცხდეს, სოციალური დისტანცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.


საგანგებო მდგომარეობაა ქვეყანაში, აბსოლუტური ძალაუფლება აქვს მთავრობას  გადაცემული და მისი პასუხისმგებლობაა იქნება ეს ეკლესიაში, კარფურში თუ ნებისმიერ სხვა ადგილზე, უნდა დაიცვან ადამიანები და არ დაუშვან წესრიგის დარღვევა,  საქმე მათი გასაკეთებელია და ნურავისზე ნუ გადააქვთ პასუხისმგებლობა.“-აღნიშნა ლევან კობერიძემ.


მოამზადა ნათია ლომიძემ 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up