საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები

საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები

access_time2019-06-18 09:00:10

 „იმისთვის, რომ საქართველო შეუერთდეს თავისუფალ ეკონომიკებს, მათ შორის ამერიკულ ეკონომიკას და ჰქონდეს პრეტენზია რეგიონში იყოს კონსოლიდატორი ამერიკული ეკონომიკური აქტივობების, ამას სჭირდება ინფრასტრუქტურულად, ინსტიტუციურად გამართული პოლიტიკური სისტემა და არა არაფორმალური მმართველობა,“- ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელის მიხედვითაც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი დაიწყება, რომელიც რეგიონული დატვირთვის ოფისი იქნება.



საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა შენარჩუნდება, გაფორმებული მემორანდუმი ქაღალდზე დარჩება. ბათუ ქუთელიას თქმით, იმისთვის, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი ეფექტურ პლატფორმად გარდაიქმნას,  აუცილებელია ღია და დამოუკიდებელი სასამართლო და გავლენებისგან განთავისუფლებული სამართალდამცავი სისტემა.

 

„ამერიკა არის საქართველოს მთავრი სტრატეგიული პარტნიორი. სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს ძალიან ბევრ კომპონენტს ერთად, უსაფრთხოებით დაწყებული, საერთაშორისო ურთიერთობით დამთავრებული და ეკონომიკური კომპონენტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ეკონომიკური კომპონენტს არამარტო ეკონომიკური, არამედ სტრატეგიული დანიშნულებაც აქვს.  იგივე პომპეოს მითითებაც, რომ არჩევანი გააკეთეთ ღია თავისუფალი ეკონომიკების სასარგებლოდო, სწორედ ამას ნიშნავს. ეკონომიკური ინტეგრაცია ამერიკასთან მნიშვნელოვან პლატფორმას  შექმნის შემდეგში  თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე გადასასვლელად. მეორე რაც არის მნიშვნელოვანი, ეს არის ჩარჩო პლათფორმა, რომელიც  უნდა გამოვიყენოთ. ამ გამოყენებას სჭირდება სწორი ხედვა მთავრობის მხრიდან. ხელმოწერა ერთია, მაგრამ ამას სჭირდება გეგმა და შინაარსით დატვირთვა, როგორ ვიყენებთ მას ჩვენი ეკონომიკური, კომერციული თუ სტრატეგიული ინტერესებს შესაბამისად. ჯერ შინაარსი არ გაგვიგია საქართველოს მთავრობისგან, კარგია თუ კონკრეტულ გეგმასაც წარმოადგენენ ამ პოტენციალის რეალურ ეკონომიკურ სარგებელში გადასატანად ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის“,- განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

 

კომერსანტის კითხვაზე რეგიონული კუთხით რა მნიშვნელობა ექნება  საქართველოში აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობის შექმნას. ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი გვპასუხობს, რომ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა რეგიონის ეკონომიკური ცენტრი გახდეს.

 


 

 „რეგიონალური ჰაბის პრეტენზიაც ხომ გვაქვს? იგივე თავისუფალ ეკონომიკებთან მისაერთებლად ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჰაბი იმას არ ნიშნავს, რომ დავირქვათ გამტარი ან გეოგრაფიული ჰაბი, აქ მთავრი კომპონენტი არის ის, რომ ჩვენ ვართ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, რეგიონში ასეთი სტატუსი არავის არ აქვს იმ ფორმით და იმ მოცულობით, რაც ჩვენ გვაქვს. სწორედ, ამიტომ, ეს პოლიტიკური ჩარჩო უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკური სარგებლის მიღების კუთხით. საქართველო იმიტომ არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, რომ ჩვენ მოვახდინეთ პოლიტიკური მმართველობის  სისტემის რეფორმირება სხვებთან შედარებით სწრაფად. თუმცა ახლა შეინიშნება საკმაოდ უარყოფითი ტენდენციები ამ მიმართულებით. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები, იქნება ეს აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები  ამბობენ, რომ ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისათვის მნივშენლოვანია საქართველო იყოს შემდგარი დემოკრატია, მარტო საქართველოსთვის კი არ არის ეს მნიშვნელოვანი, ამერიკის ინტერესებშიცაა და ეს გვაძლევს საფუძველს, რომ რეგიონალური ეკონომიკური პოტენციალის გამტარი ვიყოთ და ჩვენით მოხდეს რეგიონალური ეკონომიკური აქტივობის მიბმა ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებზე“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

 

„ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ  ორ მხარეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმების მიზანი არის, ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მომავალში ხელი შეუწყოს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გამოკვლევას.

 

„ჩემი აზრით, მიზანი პირველ რიგში არის ის, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ ხელი შეუწყოს მომავალში საქართველოში გარკვეული ინვესტიციებისთვის გარემოს გამოკვლევას და  ინვესტიციების დაზღვევას. ალბათ საუბარია ისეთ დიდ პროექტებზე როგორიც არის ანაკლიის პორტი ან სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები, განსაკუთრებით ევროპა-აზიის დერეფნის გასწვრივ შესაძლებლობების განვითარებას. შეიძლება იყოს ლოგისტიკური პროექტები. ეს ყველაფერი წარმოადგენს შეერთებული შტაბების ინტერეს, განსაკუთრებული ინტერესი არის სტრატეგიული და პოლიტიკური ხასიათის. მაგრამ როგორც გამოჩნდა პოემპეოსა და მამუკა ბახტაძის შეხვედრის შემდეგ შეერთებულ შტატებს აწუხებს ჩინეთთან კონკურენციის საკითხი. ჩინური კომპანიების მოზღვავება საქართველოსთან ურთიერთობაში. მე მგონია, რომ შტატებს არ უნდა, რომ ინიციატივა დაკარგოს რეგიონში, თუ დაკარგავს ეკონომიკურ ინიციატივას შესაძლებელია საფრთხის ქვეშ დადგეს პოლიტიკური და სტრატეგიული პროექტები, ამიტომ ის დააჩქარებს ამერიკული ეკონომიკური პროექტების რეალიზაციას საქართველოში. სწორედ სავაჭრო წარმომადგენლობის გაზრდა შეიძლება იყოს ერთ-ერთი დასაყრდენი ამერიკის პოლიტიკისთვის“, - განმარტავს კახა გოგოლაშვილი.


სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან ურთიერთობა უნდა იყოს პროაქტიური, რათა ქვეყანამ მაქსიმალურად შეძლოს ისეთი სახის ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც განვითარებაში დაეხმარება.

 

„ჩვენ ყველაზე მეტად რაც გვიჭირს ეს არის ჩვენი კონკურენტუნარიანობა, ვხედავთ რომ ჩვენი ექსპორტი რამდენჯერმე ნაკლებია ჩვენს იმპორტზე, საშინელი სავაჭრო ბალანსი გავქვს და, რა თქმა უნდა, აუცილებელია ჩვენი შესაძლებლობების გაზრდა ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანის მეშვეობით. ჩვენი პირველი ამოცანა იქნება, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი  შეერთებული შტატების ისეთი ტექნოლოგიების შემოსვლას, რომელიც გაზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას და განავითარებს საექსპორტო პოტენციალს. ტექნოლოგიური გადაიარაღების გარეშე და ისეთი ინვესტიციების გარეშე, რომელიც კონკრეტულად განავითარებენ ახალი და კონკურენტული სახის მრეწველობას ქვეყანაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. შეერთებული შტატები არის ყველაზე ინოვაციური სახელმწიფო მსოფლიოში , ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მისი ეს პოტენციალი“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით დოკუმენტი, რომელსაც ხელი მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის ვაჭრობის მდივან ვილბურ როსის შეხვედრის შემდეგ მოეწერა, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებას შეუწყობს ხელს.

 

ბაჩო ადამია





დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...


მსგავსი სიახლეები

up