ლექსო ალექსიშვილი - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, როგორ გავხდეთ საგარეო, გლობალური ეკონომიკის მოთამაშე

ლექსო ალექსიშვილი - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, როგორ გავხდეთ საგარეო, გლობალური ეკონომიკის მოთამაშე

access_time2019-07-15 10:00:35


„მგონია, რომ საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ხედვა დიდი ხანია გააჩნია. არც ერთ მთავრობას არ გადაუხედავს დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკური პოლიტიკა და სტრატეგია ღია გახსნილ საბაზრო ეკონომიკას ეყრდნობა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავარი სამიზნე გახლავთ დიდ ბაზრებზე ორიენტაცია, გლობალურ სავაჭრო სისტემებში და ე.წ. დამატებული ღირებულების ჯაჭვში აქტიური მონაწილეობის მიღება“- საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს გენერალური დირექტორი ლექსო ალექსიშვილი.


ლექსო ალექსიშვილი განცხადებით იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს აუცილებელია საქართველომ გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში მაქსიმალური ინტეგრაცია მოახდინოს.


„იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ ჩვენი ძალიან შეზღუდული და მცირე ბაზარი, ეს აბსურდია. ჩვენ ამის არანაირი საფუძველი არ გაქვს, ჩვენ მთელი აქცენტი უნდა  გავაკეთოთ იმაზე, თუ როგორ გავიდეთ გარეთ. საქართველო ძალიან პატარა და ძალიან ღარიბი ქვეყანა, ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, როგორ გავხდეთ საგარეო, გლობალური ეკონომიკის მოთამაშე ამ სივრცეში, შეიძლება პატარა მოთამაშე მაგრამ მაინც“, - ამბობს PMCG-ს გენერალური დირექტორი.


მისი თქმით, საქართველოს მთავარი ამოცანა უნდა იყოს როგორ უზრუნველვყოთ გასვლა საგარეო ბაზრებზე. ლექსო ალექსიშვილის განმარტებით,  ქვეყნა განვითარებას ექსპორტზე ორიენტაციით შეძლებს.



„მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ინვესტიციების მოზიდვას, დიდი მოთამაშეების შემოყვანას საქართველოში, ვგულისხმობ გლობალური კორპორაციების, მეტი ნაციონალური კომპანიების შემოსვლას, საუკეთესო გარემოს შექმნას იმისთვის, რომ მათ მოახდინონ თავიანთი საქმიანობა საქართველოდან გარეთ. მათ უნდა უზრუნველყონ ის, რომ საქართველოში იყვნენ  და აქედან აწარმოონ პროდუქტი, შეიძლება ეს იყოს სერვისები, შეიძლება ეს იყოს კონკრეტული პროდუქტი, რომელსაც შემდეგ გაიტანენ გლობალურ ბაზარზე. ეს არ ეხება რომელიმე წარმოებას, ეს შეიძლება იყოს საბანკო სექტორი, შეიძლება იყოს საფინანსო სექტორი, შეიძლება იყოს სერვისები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, აიტი ტექნოლოგიები ნებისმიერი რამ, რომელმაც თავისი როლი უნდა ითამაშოს გლობალურ სივრცეში და არა მხოლოდ ქართულ სივრცეში იმიტომ, რომ ქართული სივრცე არის ძალიან პატარა და ღარიბი ეკონომიკა, რომელიც არ მოგცემს შესაძლებლობას. ჩვენი ამოცანაა, როგორ გავმდიდრდეთ ეს არის ყველაზე მთავრი, როგორ უნდა გამდიდრდეს თითოეული სექტორი, თითოეული ოჯახი, თითოეული რეგიონი. გენერალური ხაზი, სტრატეგიული ხაზი ამასთან დაკავშირებით  ფაქტია, რომ არსებობს, ჩვენ ვაგრძელებთ მიმართულებას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის და სასურველი ბიზნეს გარემოს ფორმირებისკენ და ა.შ.“, - განმარტავს ლექსო ალექსიშვილი.


ლექსო ალექსიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას იმ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წინ სვლას ხელს უშლის.


„ხელის შემშლელ ფაქტორად ორი მთავრი თემა გვევლინება, ეს ალბათ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ბუნებრივი პროცესია. პირველი ეს არის ინსტიტუტები. ინსტიტუტები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ პროცესის ეფექტურად განხორციელება. ამ ინსტიტუტებს სჭირდება შემდგომი გაძლიერება და განვითარება. ეს გახლავთ როგორც მმართველი ინსტიტუტები, ასევე  სამართლებრივი ინსტიტუტები - სასმართლო სისტემა, აღმასრულებელი სტრუქტურები, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე, მათი გაძლიერება და გაუმჯობესება არის აუცილებელი პირობა თავის პოლიტიკური სივრცის გათვალისწინებით. მეორე საკითხი ამასთან ერთად ეს არის  განათლების დონე. განათლების დონეში არ ვგულისხმობ მხოლოდ განათლების სისტემას, ვგულისხმობ მთლიანობაში ადამიანურ რესურსებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეს პროცესები. ეს ორი საკითხი არის დღის წესრიგში, რომელიც აუცილებლად უნდა დავძლიოთ, ამ თემის დაძლევა არ არის ერთჯერად აქტი, ეს არის გრძელვადიანი, სწორი საქმიანობის შედეგი, რომელიც უნდა უზრუნველყოს მთავრობამაც და პოლიტიკურმა გარემომაც, რომელიც ქვეყანაში არსებობს“, - აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.


ბაჩო ადამია

 





თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...


მსგავსი სიახლეები

up