რისთვის შეიქმნა „ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა“?

რისთვის შეიქმნა „ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა“?

access_time2022-06-30 12:30:19

„იმისათვის, რომ ევროკავშირთან ბიზნესის ინტეგრაციას მივაღწიოთ, ამისათვის ჯერ საჭიროა, ინტეგრაცია შიდა დონეზე მოხდეს და ბიზნესი ერთი ხმით საუბრობდეს“, - ამის შესახებ  რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის პროექტების მენეჯერმა მარიამ ცისკაძემ ისაუბრა. მისივე თქმით ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ ევროკავშირის მხარდაჭერით  საქართველოში ევროპული ბიზნეს კლიმატის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც  საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ცნობიერების ამაღლებასა და მჭიდრო კომუნიკაციის საჭიროებას ასახელებენ.


„განსაკუთრებით გამოიკვეთა ბიზნეს ასოციაციების  ჩართულობის მნიშვნელობა საქმიანი გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. დღეისათვის საქართველოში არაერთი მსხვილი თუ  სექტორული ბიზნეს გაერთიანება ფუნქციონირებს. თუმცა, მათ შორის არ არსებობს ერთიანი კოორდინაციის მექანიზმი, რაც ერთი მხრივ, ართულებს საჯარო-კერძო დიალოგის პროცესს, ხოლო მეორე მხრივ, აფერხებს ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას  ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან“,  აღნიშნა მარიამ ცისკაძემ.

 

როგორც ცისკაძე ამბობს, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაციის პროცესმა კიდევ უფრო გაზარდა  ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელობა. სწორედ ამ მიზნით, ევროპული ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით, ცოტა ხნის წინ, შეიქმნა ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა, როგორც მექანიზმი ბიზნესსექტორის გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.



„ეს  საშუალებას  მისცემს  ბიზნესს, რომ ერთმანეთის  გამოცდილება გაიზიარონ, ასევე  გაამარტივებს, კომუნიკაციას, როგორც მთავრობის  წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო  დონორებთან, საფინანსო  ინსტიტუტებთან და კოორდინაციას შეუწყობს  ხელს, რაც  ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება. ამ პროცესში გამოიკვეთა, რომ საქართველოში ბიზნესის  მხარდამჭერი ძალიან ბევრი კომპანიაა დარეგისტრირებული - ასოციაციები, სავაჭრო  პალატები და  ა.შ. მათგან ბევრი პასიურია. სხვადასხვა სფეროში ჯანსაღი კონკურენცია კარგია, შესაბამისად ამ ასოციაციების  სიმრავლეც არ არის ცუდი, მაგრამ არის  საკითხები  სადაც  თანამშრომლობა მეტს  ნიშნავს  ვიდრე  კონკურენცია და ეს მიმართულება  სწორედ  მსგავსი  ხასიათისაა“,  ამბობს მარიამ ცისკაძე.


თაკო კვაჭანტირაძე






ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს
access_time2022-09-25 23:00:23
ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ბრილიანტების იმპორტი რუსეთიდან, თქვა ბლოკის 27 ქვეყნიდან ხუთმა ერთობლივ წინადადებაში — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ევროკავშირი ამზადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. ევროკავშირს,...

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ
access_time2022-09-25 22:00:43
შეერთებულმა შტატების განცხადებით კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რეგიონები, სადაც ფართოდ აკრიტიკებენ რეფერენდუმებს, მიიღებენ სრულ დაცვას მოსკოვის მიერ ანექსიის შემთხვევაში — აღნიშნულის შესახებ...

Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს

 Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს
access_time2022-09-25 21:00:23
იაპონურმა Toyota Motor Corp-მა (7203.T) პარასკევს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა შეწყვიტოს ავტომობილების წარმოება რუსეთში — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.   Toyota-მ მარტში შეაჩერა წარმოება სანკტ-პეტერბურგში მიწოდების...

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ
access_time2022-09-25 20:00:29
(CNN) - ბალტიის ზღვის ქვეშ 40 მეტრამდე დაშვებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი დააკავშირებს დანიასა და გერმანიას, რაც შეამცირებს მოგზაურობის დროს ორ ქვეყანას შორის, როდესაც ის 2029 წელს გაიხსნება. ათწლეულზე მეტი დაგეგმვის შემდეგ,...

რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის უკრაინელების მხარდაჭერა - ლიზ ტრასი

რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის უკრაინელების მხარდაჭერა - ლიზ ტრასი
access_time2022-09-25 19:00:12
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ლიზ ტრასმა თქვა, რომ მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ უკრაინასთან დაკავშირებით — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.   ტრასი, რომელიც შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და...


მსგავსი სიახლეები

up