ეროვნული ბანკი და მთავრობა სავალუტო ჯიხურების საქმიანობას ხელოვნურად აფერხებენ

ეროვნული ბანკი და მთავრობა სავალუტო ჯიხურების საქმიანობას ხელოვნურად აფერხებენ

access_time2020-05-20 10:50:53

პანდემიის პრევენცია, ლარის გაუფასურების შეჩერება თუ სახელმწიფოსა და ეროვნული ბანკის  მიერ კომერციული ბანკების ხელშეწყობა - რომელია რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ფუნქციონირებენ დღეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტები? ეკონომიკის სფეროს ექსპერტების უმრავლესობისთვის  გაუგებარია, რატომ არ აძლევს მთავრობა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ამუშავების უფლებას იმ პირობებში, როდესაც  ჯიხური სხვა ბიზნეს ობიექტებთან შედარებით საკმაოდ დაცულია.

 

ფინანსისტი  გიგა ბედინეიშვილის თქმით, სავალუტო ჯიხურების დახურვა, ლარის კურსის გაკონტროლების უსუსური მცდელობაა და მის გამყარებას ხელს ვერ უწყობს.

 

„ეს არის საკმაოდ უსუსური მცდელობა, რომ გააკონტროლონ ლარის კურსი. ამ შეზღუდვით შექმნიან ილუზიას, რომ ლარი მყარია. ეშიანიათ კიდევ დამატებითი სისუსტე არ გამოაჩინოს ეროვნულმა ვალუტამ. ისეთივე მცდარი  სტრატეგიაა  როგორც ლარიზაცია. ვალუტისადმი ნდობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული და არა ბიუროკრატების მიერ  სავალუტო ჯიხურების დახურვაზე, რაც ხელს ნამდვილად არ უწყობს ლარის გამყარებას“,-აცხადებს ბედინეიშვილი.

 

ფინანსისტი გადამცვლელი ჯიხურების მეპატრონეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ მიერ იჯარით აღებული პუნქტები უმუშევრობის გამო დამატებითი ფინანსური ვალდებულებაა. ბედინეიშვილი ბანკსა და გადამცვლელ ჯიხურებს შორის არსებულ მაღალ მარჟაზეც საუბრობს.


 

„ბანკში გაცილებით ცუდი კურსია მომხმარებლისთვის ვიდრე სავალუტო ჯიხურში, ბანკებში დაბალ ფასში ხდება დოლარის გადახურდავება და გაცილებით მაღალ ფასში მისი ყიდვა, მომხმარებელი საკუთარ ფულში გამოდის წაგებული. ეს არის კონკურენციისთვის ხელის შეშლა.  იმის ნაცვლად, რომ ცენტრალურმა ბანკმა და მთავრობამ კონკურენციას ხელი შეუწყოს, პირიქით იქცევა და კონკრეტული სერვისის მიწოდებას ხელოვნურად აფერხებს“, -აცხადებს  ბედინეიშვილი.

 

ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი სავალუტო ჯიხურების დახურვას გაუმართლებელს უწოდებს და გაუგებრად მიაჩნია, რატომ არის პუნქტები დღემდე უფუნქციოდ.


„დღეს უკვე  ჩემთვისაც გაუგებარია რას ემსახურება ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების დახურვა. მისი მუშაობა  დაავადების გავრცელებას ხელს არ უწყობს, რადგან ყველაზე უსაფრთხო სამსახურია სადაც არანაირი  შეხება მომხმარებელსა და თანამშრომელს შორის არ არის. ამ პრინციპით ბანკის მუშაობაც უნდა შეჩერდეს,  თუ ვირუსის გავრცელებაზეა საუბარი.  არც ის მიმაჩნია სწორად,  რომ  სავალუტო ჯიხურების აკრძალვა ლარის გამყარებას უწყობს ხელს,  ეს არის ტყუილი.  სამწუხაროდ ციფრები ამაზე  არ მეტყველებს. იმ ადამიანებს რომლებსაც უნდა გადაეხურდავებინათ გადამცვლელ პუნქტში დოლარი მომგებიან ტარიფად დღეს უწევს ბანკში საკმაოდ დაბალ ნიშნულზე თანხის გაცვლა.“- განაცხადა ექსპერტმა ირაკლი ყიფიანმა.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up