IMF-WB საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა

IMF-WB საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა

access_time2022-04-25 10:10:08

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლის  შეხვდნენ.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


ფინანსთა მინისტრმა IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს, მადლობა გადაუხადა  ფონდის მიერ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის. პოზიტიურად შეფასდა ფონდის ოთხწლიანი პროგრამის შედეგები, განსაკუთრებით, კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირების მიმართულებით.

 

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები. ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ გადადგა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით.

 


IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახლახან, სსფ-ის მისიასთან წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებებს ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე, რომელიც უნდა დაამტკიცოს სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ.

 

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას და ქვეყანაში ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნებას.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარების მზაობა გამოხატეს.

 

მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი აქსელ ვან ტროტსენბურგი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ეხმაურება და ტვიტერზე წერს, რომ „საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ძალიან კარგი შეხვედრა შედგა. განვიხილეთ ენერგეტიკის სექტორში დივერსიფიკაციისა და რეგიონალური დაკავშირებადობის საკითხები, ტრანსფორმაციული პროექტები და მსოფლიო ბანკის ჯგუფის (WBG) საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (IDA) წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. მადლობა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (IDA) ლიდერობისთვის!.

 

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შესახებ წერს ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერიც: „საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიური შეხვედრების ფარგლებში ვესაუბრე საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს, რომლებმაც განმარტეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, რასაც თავის მხრივ, უკრაინაში მიმდინარე ომი ამძიმებს. მზად ვართ, საქართველოს მხარდასაჭერად, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გასაძლიერებლად და ქვეყნის რეგიონებში ინვესტიციების გასაზრდელად.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up