უახლოეს პერიოდში რუსეთი ვერ დააღწევს თავს ფართომასშტაბიან სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა მას უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო დაუწესა და დამატებითი ზიანიც შეიძლება მიიღოს, თუ ეს შეზღუდვები გამკაცრდება. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მთავარმა ეკონომისტმა პიერ–ოლივიე გურინშამ განაცხადა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„ვიდრე ეს სანქციები მოქმედებს – და ეს მოქმედება დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს – რუსეთის ეკონომიკა ზრდის სრულიად სხვა ტრაექტორიით ივლის, – განაცხადა გურინშამ სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში. – შოკი უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანია... და ჩვენ არ ველით, რომ რუსეთის ეკონომიკა აღდგება“.
არსებული პროგნოზებით, წელს რუსეთის მშპ 8,5%–ს, ხოლო 2023–ში 2,3%–ს დაკარგავს.
მანამდე გურინშამ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის ენერგომატარებლების ექსპორტის შეზღუდვაზე მიმართული დასავლური სანქციების ამოქმედების შემთხვევაში რუსეთის წარმოების მოცულობას 17%–ით დააგდებს.