IMF ქვეყნებს ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის საჯარო ციფრული პლატფორმის შექმნისკენ მოუწოდებს - რა ხდება საქართველოში?

IMF ქვეყნებს ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის საჯარო ციფრული პლატფორმის შექმნისკენ მოუწოდებს - რა ხდება საქართველოში?

access_time2022-05-12 10:00:49

„ ციფრული ფული უზარმაზარი ზეგავლენის გამომწვევია საერთაშორისო სავალუტო სისტემისთვის. ამიტომ მოვუწოდებ, საერთაშორისო გადახდის სისტემის მოდერნიზება, ფრაგმენტაციის საფრხის შესამცირებლად, საჯარო ციფრული პლატფორმების გამოყენებით მოხდეს. უკრაინის ომმა მკვეთრად გაზარდა ეკონომიკური ფრაგმენტაციის რისკი. არსებობს გამოსავალი? შექმენით საჯარო ციფრული პლატფორმა ტრანსსასაზღვრო გადახდების მოდერნიზებისთვის, რაც უფრო ეფექტიანი, უსაფრთხო და ინკლუზიური გახდება“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა Twitter-ზე წერს.


IMF აქამდეც საუბრობდა, რომ ციფრული ფულის ტრანსსასაზღვრო გამოყენება ახალი პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს და დროა პოლიტიკოსებმა გადამწყვეტად იმოქმედონ.



„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში და IMF-ის ამ მოწოდების შესასრულებლად თუ არსებობს ქვეყანაში შესაბამისი ბაზა.



საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს წევრობის“ პროექტის ფარგლებში მცირე, მაგრამ ნაბიჯები უკვე იდგმება.




„ერთიანი ევრო გადახდის სივრცე (SEPA), როგორც ევროკავშირის შემდგომი ინტეგრაციის ინიციატივა, მიზნად ისახავს ევროში ელექტრონული გადახდების ჰარმონიზებული ერთიანი ბაზრის მუდმივ განვითარებას, სადაც ტრანსსასაზღვრო გადახდები შეიძლება განხორციელდეს იმავე პირობებით, როგორც ეროვნული გადახდები.


ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრებას უკავშირდება გადახდის საერთო ევროპული სტანდარტების, წესების და პრაქტიკის დანერგვა, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეებს და ბიზნესს უსაფრთხო, კონკურენტული ღირებულების მქონე, მომხმარებლისთვის მოსახერხებელი და სანდო საცალო გადახდის სერვისებით ევროში“
, - აღნიშნავენ კომიტეტში.



თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა რამდენიმე თვის წინ აღნიშნა, რომ არსებობს ციფრული პლატფორმის პროექტი, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველო-აზერბაიჯანის ინფორმაციულ სისტემებთან და ეს მნიშვნელოვნად გააადვილებს ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას.


ექსპერტთა წრეებში კი საუბრობენ, რომ ამ მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი არაფერი კეთდება და მიუხედავად IMF-ის დაჟინებული განცხადებების, ამის მიღწევა განვითარებული ქვეყნებისთვის უფრო მარტივი იქნება. ჩვენნაირი ქვეყნისთვის კი აქამდე მისასვლელად სხვა მრავალი ნაბიჯია გადასადგმელი, მათ შორის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის და გადაადგილების გამარტივება, ციფრული ფულის ირგვლივ არსებული პრობლემების გადაჭრა და სხვა.


აღსანიშნავია, რომ მონაცემთა პლატფორმა Pymnts-ის 2021 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიოში მრავალეროვნული კომპანიების უმეტესობა, ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებზე კრიპტოვალუტებს იყენებს. ამ კომპანიების 57.6% იყენებს კრიპტოვალუტის მინიმუმ ერთ ფორმას. გლობალური კომპანიები ძირითადად სმარტ კონტრაქტებს და ტრანსსასაზღვრო გადახდებს განიხილავენ, როგორც კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ძირითად გამოყენებას. კრიპტოვალუტების მოხმარების მიზეზად აღმასრულებლებმა ტრანზაქციის დაბალი ხარჯები და გადარიცხვის უფრო მარტივი პროცედურები დაასახელეს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up