IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა - „ჩავარდნილი ვაქცინაციის პირობებში ესეც არარეალურია“

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა - „ჩავარდნილი ვაქცინაციის პირობებში ესეც არარეალურია“

access_time2021-04-08 11:00:32

სავალუტო ფონდმა საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა, თუმცა ეს შედეგიც კი საეჭვოა. ეროვნული ბანკის კვლევით, იმ შემთხვევაში თუ ტურიზმი არ აღდგა ზრდა მხოლოდ 1% იქნება. მარტის და შესაბამისად პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის პირველადი შედეგები 30 აპრილს გამოქვეყნდება, პირველ ორ თვეში ვარდნა 8.3% იყო. შესაძლო მესამე ლოკდაუნის ფონზე მოლოდინები უარესდება.


ეკონომიკური კვლევითი ცენტრის ხელმღვანელმა და კავკასიის ასოცირებულმა პროფესრომა აკაკი ცომაიამ  "კომერსანტთან" საუბარში აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი სავარაუდოდ ზრდის პროგნოზს კიდევ შეამცირებს და იქნება თუ არა საერთოდ ზრდა, ან გაუთანაბრდება თუ არა ქვეყანა  შემოსავლების ოდენობით 2019 წლის დონეს თუნდაც 2022 წელს იმაზე დამოკიდებული გამოცხადება თუ არა მესამე ლოკდაუნი. მისივე თქმით, მთავრობამ მდგომარეობის რაიმე ფორმით გამოსასწორებლად ვაქცინაციის პროგრამა უნდა გააფართოვოს.


პანდემიის დაწყებამდე მთავრობა როგორც 2020 ასევე 2021 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზად 5%-ს ასახელებდა, რაც განვითარებადი ქვეყნისთვის დაბალია, მაგრამ 2013-2016 წლების მაჩვენებელს აღემატება.


გასული წლის იანვარში ზრდის ტემპმა მართლაც 5.1%-ს მიაღწია, მაგრამ უკვე თებერვალში 2.2%-მდე შემცირდა. თებერვალში ჯერ მკაცრი რეგულაციები დაწესებული არ იყო. იმ დროისთვის ფრენები მხოლოდ ორ ქვეყანასთან იყო შეჩერებული: 29 იანვრიდან ჩინეთთან და 23 თებევლიდან ირანთან, მაგრამ რადგან ვირუსს უკვე შეღწეული ჰქონდა ევროპაში და ნეგატიური მოლოდინები  გახდა ტურიზმმა შეაჩერა.


მარტიდან როდესაც რეგულაციების პორველი ტალღა ამოქმედდა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განახევრდა. ჯერ კიდევ აპრილში აზიის განვითარების ბანკი ნულოვანი ზრდის იმედს ინარჩუნებდა. მაისიდან საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ნელ-ნელა ყველა გარდაუვალ ვარდნას შეეგუა. წინასწარი გათვლებით, რომელიც მეორე ლოკდაუნამდე გაკეთდა რეცესია 4%-იანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად ეკონომიკა ბევრად უფრო მეტით - 6.2%-ით შემცირდა.



2020-ის მსგავსად მცირდებოდა 2021-ის პროგნოზებიც. მთავრობის 5%-იან დაპირებას აუდისტის სამსახური სკეპტიკურად შეხვდა. უარყოფითი შეფასება გააკეთა სავალუტო ფოდმაც. კონსულტაციების შემდეგ ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე დაიგეგმა. ეროვნულმა ბანკმა პროგნოზი 4%-მდე შეამცირა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ თუ ტურიზმი არ აღდგებოდა ზრდა მხოლოდ 1% იქნებოდა.


იანვარ-თებერვლის შარშანდელი 3.7%-იანი ზრდის ფონზე წელს ეკონომიკა 8.3%-ით შემცირდა. მარტში ვარდნის ტემპის კლება ან მცირედი ზრდაცაა მოსალოდნელი, რადგან ერთის მხრივ შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, მეორეს მხრივ გასული წლის მარტში უკვე 2.7%-იანი ვარდნა დაფიქსირდა და მის ფონზე მცირედი აქტიობაც კი შეიძლება პლუსად ჩაითვალოს.


სავალუტო ფონდის განახლებული გლობალური პროგნოზის მიხედვით 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, მათ შორის განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების - 5.1%-ით, განვითარებადი ქვეყნების - 6.7%-ით. რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყნებს IMF შეერთებულ შტატებში 6.4%-იან ზრდას ვარაუდობს, გერმანიაში - 3.6%-იანს, ბრიტენეთში - 5.3%-იანს, იაპონიაში - 3.3%-იანს, ჩინეთში - 8.4%-იანს, ხოლო ინდოეთში 12.5%-იანს.


1 წლის წინადელ პერიოდთან შედარებით ბუნდოვანების ხარისხი შემცირებულია, მაგრამ როდის ან როგორ დასრულდება ვაქცინაცია, ბუნებრივი მუტაციების შედეგად დასუსტდება თუ განვითარდება ვირუსი ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველია, შესაბამისად საქართველოშიც და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც საპროგნოზო მაჩვენებლები მხოლოდ პირობითია და დიდი ალბათობით ის დაკორექტირდება.


7 აპრილის მდგომარეობით საქართველოში კოვიდვაქცინის ერთჯერადი დოზა მოსახლეობის 0.3%-ს აქვს მიღებული - მსოფლიოში 8.9%-ს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up