IMF: კრიზისიდან გამოსვლა გართულდება

IMF: კრიზისიდან გამოსვლა გართულდება

access_time2020-10-15 20:00:29

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი მთელს მსოფლიოში მოსახლეობის ცხოვრების დონეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ქვეყნებს კი ეკონომიკური ზარალის ასანაზღაურებლად შესაძლოა მდიდარი მოქალაქეებისთვის და კორპორაციებისთვის გადასახადების მომატება მოუწიოთ - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.

 

„წარმოების მუდმივი შემცირება ცხოვრების დონეს იმაზე  ძლიერ დარტყმას მიაყენებს, ვიდრე პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელი იყო. ბოლო 20 წლის მანძილზე სიღარიბის ყველაზე მასშტაბურ ზრდასთან ერთად, უთანასწორობაც მკვეთრად გაიზრდება“ - მიიჩნევენ ფონდის ექსპერტები.

 

კრიზისიდან გამოსვლის პროცესი ხანგძლივი, არამდგრადი და გაურკვეველი იქნება. კორონავირუსის შედეგად, მსოფლიო ეკონომიკა მილიონობით სამუშაო ადგილს დაკარგავს, დარგები კი არაკონკურენტუნარიანი გახდება.

 

გაკოტრების დიდი რაოდენობის გავლენა იმდენად ძლიერი იქნება, რომ წარმოება პანდემიის დასრულების შემდეგაც კი შემცირებას განაგრძობს. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ტურიზმზე  დამოკიდებული და ნედლეულის ექსპორტიორი ქვეყნები აღმოჩნდებიან.

 


2020 წელს გლობალური ეკონომიკა 4,4%-ით შემცირდება, და ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 30-ანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ. ფონდის პროგნოზით, 2020 წელს მსოფლიო მშპ 5,6%-ით შემცირდება.

 

2020 წლის ვარდნის შემდეგ, 2021 წელს ეკონომიკა აღდგენას დაიწყებს, და 4%-ით გაიზრდება, თუმცა წარმოების ზრდა მოსალოდნელზე ნელი იქნება.

 

მთლიანობაში მდიდარი ქვეყნების მშპ საშუალოდ 3,5%-ით, განვითარებადების კი - 5,5%-ით შემცირდება.

 

„კრიზისის შედეგების აღმოფხვრისთვის ქვეყნებს შესაძლოა მდიდარ ფენებზე და ელიტურ უძრავ ქონებაზე გადასახადების ზრდა მოუწიოთ. ასევე არაა გამორიცხული ცვლილებები კორპორაციების დაბეგრვაში იმ კუთხით, რომ მათ გადასახადები თავიანთი მომგებიანობის პროპორციულად გადაიხადონ“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

Forbes

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
IMF



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up