IMF განვითარებად ქვეყნებს მოქნილ ფისკალურ სტრატეგიებს სთავაზობს

IMF განვითარებად ქვეყნებს მოქნილ ფისკალურ სტრატეგიებს სთავაზობს

access_time2022-04-21 09:28:30

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) საგაზაფხულო შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან არიდების გზების ძიებას.


IMF ბლოგს აქვეყნებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირნებით, სადაც აცხადებს: „გთავაზობთ მოქნილ ფისკალურ სტრატეგიებს: უკრაინის ომისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო ყველაზე მეტად დაზარალებულ ეკონომიკებში, ფისკალურმა პოლიტიკამ უნდა უპასუხოს ჰუმანიტარულ კრიზისს და ეკონომიკურ შეფერხებებს. მზარდი ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით, ფისკალური მხარდაჭერა უნდა იყოს მიმართული ყველაზე მეტად დაზარალებულ და პრიორიტეტულ სფეროებზე. იმ ქვეყნებში, სადაც ზრდა უფრო ძლიერია და ინფლაციური ზეწოლა რჩება მაღალი, ფისკალურმა პოლიტიკამ უნდა უნდა უზრუნველყოს მხარდაჭერიდან ნორმალიზებაზე გადასვლა. ბევრ განვითარებად ბაზარსა და დაბალშემოსავლიან ეკონომიკაში, რომლებიც დაფინანსების მკაცრი პირობების ან ვალის პრობლემების საფრთხის წინაშე დგანან, მთავრობებს დასჭირდებათ დანახარჯების პრიორიტეტების განსაზღვრა და შემოსავლების გაზრდა მოწყვლადობის შესამცირებლად. საქონლის ექსპორტიორებმა, რომლებიც სარგებლობენ მაღალი ფასებით, უნდა გამოიყენონ ბუფერების აღდგენის შესაძლებლობა“.


სააგენტო Reuters აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით IMF–ის მაღალჩინოსანს ციტირებს, რომელიც ამბობს: „საერთაშორისო სავალუტო ფონდი ღიაა გადაუდებელი დაფინანსებისთვის, რათა დაეხმაროს მოწყვლად ქვეყნებს სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში, ან განახორციელოს დამატებითი დაფინანსება არსებული დაკრედიტების პროგრამების ფარგლებში“.



 ვიტორ გასპარმა, სავალუტო ფონდის ფისკალური საკითხთა დეპარტამენტის დირექტორმა, პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ სასურსათო უსაფრთხოება იყო კრიტიკული თემა სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის წევრების ამ კვირის შეხვედრებზე.


 „თუ ქვეყანას უკვე აქვს პროგრამა ფონდთან, შეიძლება განიხილებოდეს სასურსათო უსაფრთხოების პრიორიტეტებთან დაკავშირებული დამატებითი დაფინანსება და თუ ასეთი პროგრამა არ არსებობს, ან რაიმე მიზეზით ქვეყანას არ სურს ამ არხის გამოყენება, შესაძლებელია  საგანგებო დაფინანსება, რომელიც ასევე ღიაა ამ ტიპის სიტუაციებისთვის”.

 

IMF– WB საგაზაფხულო შეხვედრებზე, რომელიც წლის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მოვლენაა, აქტიურად განიხილებოდა უკრაინის საკითხი. დისკუსიებში სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ უკრაინას უახლოესი თვეების განმავლობაში ყოველთვიურად $5 მლრდ–ის დახმარება ესაჭიროება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up