„IMF-ს და აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 3,5%-ზე მეტი ვერ იქნება, ამაზე დაბალი ზრდა ქვეყნისთვის კატასტროფაა“

„IMF-ს და აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 3,5%-ზე მეტი ვერ იქნება, ამაზე დაბალი ზრდა ქვეყნისთვის კატასტროფაა“

access_time2021-05-08 10:00:25

“მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური ზრდის დასათვლელად კონკრეტულ ნიშნულს წინა წლის იმავე პერიოდს ადარებენ, წინა წელს იყო სრული ლოქდაუნი, რაც ნიშნავს იმას, რომ 4%-იანი ეკონომიკური ზრდა ცუდ პერიოდთან შედარებით გვაქვს, მეტსაც გეტყვით, დიდი შანსია, რომ შემდეგ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა გამოსწორების გზაზეა” -ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში პროფესიონალები კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა ისაუბრა. 



ყველაფერი პირიქით არის, ჩვენ ვერ ვხდავთ ეკონომიკის გახსნას და ვაქცინაციის მაჩვენებელიც საგანგაშოდ დაბალია. მუხედავად რეგულაციებისა და შეზღუდვებისა, სავარაუდოდ ეკონომიკური ზრდა შემდეგ თვეებშიც დადებითი იქნება, მაგრამ უკეთესია ჩვენ ორიენტირად პანდემიამდელი პერიოდი ავიღოთ, ანუ ეკონომიკის მაჩვენებელი 2019 წლის მონაცემებს შევადაროთ. ჩვენი მიზანი ხომ ის არის, რომ პანდემიამდელ მდგომარეობას მაინდ დავუბრუნდეთ, რათა შემდეგ განვითარება გავაგრძელოთ, თუმცა ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინები საგანგაშოა, რადგან თუ ვაქცინაციის პროცესი არ დაჩქარდა და მასობრივი ხასიათი არ მიიღო, ტურისტების მიღება ძალიან გაგვიჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა 3%-ზე დაბალი იქნება, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება”, -  აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.


კითხვაზე რამდენად არის შესაძლებელი, რომ2021  წლის ბოლოსთვის 4.3 % -იანი ზრდა გვქონდეს, სოსო ბერიკაშვილი პასუხობს, რომ წლის ბოლომდე 4%-ზე მეტი ზრდა წარმოუდგენელია. 


“გაუგებარია ხელისუფლების პოზიცია, რატომ იჩენს სიჯიუტეს და რატომ არ გადახედა პროგნოზს, რაღაცეები მუდმივად იცვლება. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ვაქცინაცია ასე  ცუდად წავიდოდა,  ეს შემდეგ რა თქმა უნდა ეკონომიკაზე აისახება და ამიტომაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა პროგნოზები გადააფასეს.  IMF , აზიის  განვითარების ბანკი და სხვები უკვე ფიქრობენ, რომ ჩვენი  ეკონომიკური ზრდა  3,5%-ზე  მეტი ვერ  იქნება და შეიძლება ესეც შემცირდეს, ჩვენი ხელისუფლება უბრალოდ ჯიუტობს და არ აღიარებს იმას, რაც რეალობაა. 


სამწუხაროდ  ვაქცინაციის  პროცესი დღეის მდგომარეობით  ჩავარდნილია,  რამდენიმე ასეული თუ ათასეული ადამიანი სურათს ვერ ცვლის,  ჩვენ გვჭირდება  მასობრივი ვაქცინაცია, რომ ქვეყანა იყოს უსაფრთხო და შევძლოთ იმის გაკეთება რაც ისრაელმა გააკეთა. ვაქცინაციის  ასეთი  ტემპის  პირობებში, ფაქტია, რომ ასეთ  შეზღუდვებს  ქართული კონომიკა ვეღარ გაუძლებს, ძალიან მძიმე სიტუაციაა, განსაკუთრებით  ტურისტულ  სეტორში ძალიან ბევრი სამუშაო ადგილები  დაიკარგა,  ამას თან ერთვის გაძვირებული პროდუცია, ინფლაცია, შემცირებულია  შემოსავლები, უმძიმეს სიტუაციაში ვიმყოფებით, თუნდაც  ეს  შეზღუდვა  რაც  დღეს  მოქმედებს,  კომენდანტის  საათის სახით პირდაპირ  უშლის  ხელს  ტურისტის  შემოსვლას, ტურისტს  არ  უნდა, რომ  9 საათზე სასტუმროში იჯდეს, ამ მიმართულებით მაქვს იმედი, რომ მიიღებენ გადაწყვეტილებას და ტურისტებისთვის მაინც გააუქმებენ გარკვეულ შეზღუდვებს.” -  აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.



ბერიკაშვილმა თქვა, რომ საქართველო ძალიან ღარიბი ქვეყანაა, მილიონი ადამიანი არის სიღატაკის უკიდურეს ზღვას ქვემოთ. მისივე თქმით, ამ ადამიანების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რადგან კრიზისები ყველაზე მწვავედ გაჭირვებულ ფენაზე აისახება. 



“ინფლაცია ძალიან მაღალია, ჩვენ ვიმყოფებით კრიზისის პერიოდში, შემოსავლები მცირდება და ფასები იზრდება, ეს პროცესი ადამიანების ყოფაძე ძალიან მძიმედ აისახება, რადგან ასე თუ ისე, შემოსავალი ყველას შეუმცირდა, პროდუქტზე ფასი კი გაიზარდა. როგორც  წესი პირველადი მოხმარების საქონელი გაძვირდა, ეროვნულ ბანკს მის ხელთ არსებული ბერკეტის გამოყენება მოუწია და მონეტარული პოლიტიკის  განაკვეთი  1%- ით გაზარდა. 


ჩემი  აზრით ეროვნულმა ბანკმა  უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ერთის მხრივ 125 000 მსესხებელს სესხი გაუძირდა, მეორე მხრივ ეს მონეტარული პოლიტიკის  განაკვეთის  ზრდა ეკონომიკის  ზრდას ხელს უშლის,   ეკონომიკის  ზრდა კი ქვეყნისთვის ძალიან მნშვნელოვანია. 


თუმცა ინფლაცია  იმდენად  მაღალია, რომ მე ეროვნული ბანკისაგან ამ გადაწყვეტილებას  ველოდი და  ვფიქრობ, რომ მას სხვა გადაწყვეტილების  შესაძლებლობა არც ჰქონდა.” - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.


კითხვაზე თუ რა უნდა ქნას ეკონომიკურმა გუნდმა  ან მთავრობამ, რომ ინფლაციის მაღალი  მაჩვენებელი არ  გვქონდეს. სოსო ბერიკაშვილი პასუხობს, რომ ეროვნული ბანკი ალბათ  გააგრძელებს  იგივე  პოლიტიკას რასაც  აკეთებს და სავალუტო ინტერვენციებიც აუცილებლად იქნება, რაც  შეეხება  მთავრობას  და ზოგადად  ეკონომიკურ  გუნდს, ბერიკაშვილის აზრით ამ ყველაფერს კომპლექსური მიდგომა სჭორდება. მისივე თქმით, ინფლაცია  იმდენად დიდი პრობლემა არ არის, რამდენადაც საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და თუ ეკონომიკა განვითარდება, ქვეყანა განვითარდება,  მეტი პროდუქცია გავა ექსპორტზე ეს გარკვეულწილად კარგიც იქნება. ბერიკაშვილი ფიქრობს, რომ პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება და ის სამიზნე მაჩვნებელი ანუ ინფლაციის 3%-იანი ნიშნული უნდა გადაიხედოს.


“ის 2.8% რაც ზამთარში გვქონდა  არ იყო რეალური მაჩვენებელი და ცხადია ეს ეროვნულმა  ბანკმა იცოდა, თუმცა უფრო მაღალი ინფლაციის მოლოდინი არსებობდა და მაშინ მაგიტომ გაამკაცრეს. რაც შეეხება სავალუტო ინტერვენციებს მათი მიზანი ბუფერის როლის შესრულებაა, ანუ როდესაც აჟიოტაჟი ატყდება დროებით ჩასაცხრობად იყენებენ. საბოლოო ჯამში ლარი ეტაპობრივად მაინც უფასურდება.


იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც საარსებო შემწეობით სარგებლობენ ნახევარმილიონს გადააჭარბა, რაც მთლიანი მოსახლეობის 14.5%-ია. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი გვყავს და აქედან გამოსავლი მხოლოდ და მხოლოდ კრიზისის დასრულება და ეკონომიკური ზრდაა. 


სამწუხაროდ, ჩვენ მთელი  გასული წლის განმავლობაში ანტიკრიზისულ გეგმას ველოდით, ეს  გეგმა  ვერ  მივიღეთ,  ნაწილ-ნაწილ რაღაც სოციალურ პაკეტებს  ვიღებდით, ეს ხდებოდა აღებული  სესხის  ხარჯზე და ამ  სესხმა  ყველანაირ  ნიშნულს გადააჭარბა. ყველა  რესურსი გასულ წელსაც და მიმდინარე  წელსაც მიმართული უნდა იყოს ვაქცინაციისკენ, ადამიანები უნდა დაგვერწმუნებინა ვაქცინაციის საჭიროებაში. სანაცვლოდ ჩვენ მივიღეთ  ჩაკეტილი ეკონომიკა, ლოქდაუნები, რომლის ერთი  დღეც ქვყანას  16 მილიონი უჯდებოდა, წარმოიდგინეთ  კვირაში 100 მილიონს ვკარგავდით და ჩვენნაირი  ქვეყნისთვის  ამხელა  ხარჯის  გაწევის  ფუფუნება  არ  არსებობს”,  -  აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up