იმერეთში ჩეხური „ბოჰემიის ბროლის“ წარმოების დაწყება ქართული ქვიშის ხარისხზეა დამოკიდებული

იმერეთში ჩეხური „ბოჰემიის ბროლის“ წარმოების დაწყება ქართული ქვიშის ხარისხზეა დამოკიდებული

access_time2017-09-27 13:30:19

„ევროპაში „ბოჰემიის ბროლი“ საკმაოდ პოპულარული და შემოსავლიანი ბიზნესია და თუ ჩვენთან მისი წარმოება დაიწყება, ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ განუცხადა.

 

„კომერსანტისთვის“ ჩეხური ბოჰემიური ბროლის საქართველოში შესაძლო წარმოებასთან დაკავშირებით ექსკლუზიურად რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. როგორც მაშინ ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ განაცხადა, ამასთან დაკავშირებით ჩეხურ და ქართულ მხარეს შორის შეხვედრებიც გაიმართა. 

 

როგორც დღეს გივი ჭიჭინაძე აცხადებს, „ბოჰემიის ბროლის“ ხელმძღვანელ პირებსა და ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიას შორის შეხვედრას თავადაც ესწრებოდა.

 

მისივე თქმით, ჩეხებმა საჩხერიდან ქვიშის ნიმუში წაიღეს და იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიულად დადასტურდა ქვიშის ნედლეულად გამოყენების ვარგისიანობა, იმერეთში ბროლის წარმოება დაიწყება.

 


„ჩეხური მხარე რომ იმერეთის რეგიონში ბროლის წარმოებით დაინტერესდა, ამაში ზაალ გოგსაძის დიდი წვლილი მიუძღვის. „ბოჰემიის ბროლის“ ორ ხელმძღვანელსა და ეკონომიკის მინისტთან შეხვედრას ორგანიზება სწორედ მან გაუწია. შეხვედრას მეც ვესწრებოდი. მთავარი არის ნედლეული, რისგანაც ბროლი მზადდება, ამ შემთხვევაში ქვიშა. ამიტომაც ჩეხებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან ნიმუშის სახით ქვიშა გავატანეთ. ქვიშა ლაბორატიულად შემოწმდება და შემდეგ უკვე დასკვნას გამოგზავნიან, ქვიშა კარგია თუ ცუდი. დადებითი შედეგის შემთხვევაში, ჩეხები იმერეთში საკმაოდ დიდი წარმოების დაწყებას აპირებენ“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

 

 

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ იმერეთში ჩეხური ბროლის წარმოების დაწყება გადაწყდა, კონკრეტულად რომელი ტერიტორია მოიაზრება საწარმოს ასაშენებლად, გუბერნატორი გვპასუხობს, რომ ერთ-ერთ ვარიანტად ქუთაისის „ჰუალინგ ჯგუფის“ თავისუფალი ეკონომიკური ზონა განიხილება: „ ამის გარდა, კიდევ რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ. ეკონომიკის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის მფლობელობაში ბევრი თავისუფალი ადგილი გვაქვს და სამომავლოდ ეს ვარიანტებიც განიხილება, იმ შემთხვევაში, თუ ჩეხური ბროლის წარმოება დაიწყება. ევროპაში „ბოჰემიის ბროლი“ საკმაოდ პოპულარული და შემოსავლიანი ბიზნესია. თუ ყველაფერი გამოვა, ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება, წარმოებაში ბევრი ადამიანი დასაქმდება.“

 

რაც შეეხება სავარაუდო ინვესტიციის მოცულობას, გივი ჭიჭინაძის განმარტებით, ჩეხურ მხარესთან შეხვედრაზე ინვესტიციის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

 

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 

 




თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up