იმერეთის რეგიონში  გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის  დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

იმერეთის რეგიონში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

access_time2021-04-15 12:30:00

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სასათბურე კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს, რომელიც იმერეთის რეგიონში კლასტერული მიდგომების დანერგვის საფუძველი გახდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„სახელმწიფო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოფლის მეურნეობის დარგში კლასტერების განვითარებას, რაც კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების და მის ახალ ბაზრებზე (მათ შორის ევროკავშირის ბაზარი) გატანის შესაძლებლობას ზრდის. სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელების და კლასტერული მიდგომების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, იმერეთის რეგიონში არსებული სასათბურე მეურნეობების აგლომერაცია გადაწყდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა შ.პ.ს. “იმერეთის აგროზონა“, რომელიც ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონში მაღალი, საშუალო და დაბალტექნოლოგიური კერძო სათბურების კლასტერის შექმნას, სადაც ხილის, ბოსტნეულის, მწვანილის, ყვავილების და სხვა აგროსასურსათო პროდუქტის წარმოება მოხდება.



რვა კლასტერის მიმდინარე კვლევასთან ერთად, რომელთა შერჩევა დარგობრივ სამინისტროებთან კონსულტაციის შედეგად მოხდა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, UNIDO იმერეთის სასათბურე აგლომერაციის დამატებით კვლევას ჩაატარებს. აღნიშნული კვლევა ჩატარდება UNIDO-ს კლასტერული განვითარების მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კლასტერის ეკონომიკურ სისტემაზე, წარმოების მახასიათებლებზე, ინსტიტუციურ და ბიზნეს კავშირებზე.




UNIDO-მ უკვე ჩაატარა საქართველოში არსებული განვითარებადი და პოტენციური დამამუშავებელი მრეწველობის, აგრობიზნესის და სურსათის პირველადი წარმოების კლასტერების კვლევა და განსაზღვრა 57 კლასტერი. აღნიშნულ კვლევაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული სასათბურე მეურნეობის კლასტერი მე-17 ადგილზე აღმოჩნდა, რაც განვითარების დიდი პოტენციალის მაჩვენებელია.



კვლევა ტარდება გაეროს ერთობლივი ინიციატივის „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი 6 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს, და ახორციელებს გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
კვლევ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up