საგზაო მოძრაობის პარალიზება რომ არ მოხდეს, ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის დროს მერიამ წინა წლებში დაშვებული შეცდომები უნდა გაითვალისწინოს

საგზაო მოძრაობის პარალიზება რომ არ მოხდეს, ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის დროს მერიამ წინა წლებში დაშვებული შეცდომები უნდა გაითვალისწინოს

access_time2019-01-21 11:00:00

რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ განცხადება გაავრცელა. ხიდის სარემონტო სამუშაოები კახა კალაძის თქმით,  დაახლოებით 4-5 თვე გაგრძელდება. 


„კომერსანტი“ დაინტერესდა, ხომ არ გამოიწვევს საგზაო მოძრაობის პარალიზებას მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი ხიდის რამდენიმე თვით გადაკეტვა?


როგორც მერიის პრესსამსახურში „კომერსანტს“ განუცხადეს, დედაქალაქში მოძრაობის შეზღუდვებთან დაკავშირებით ამ დროისთვის მიმდინარეობს დეტალების შეთანხმება საპატრულო პოლიციასთან, რათა დამატებითი საცობები არ შეიქმნას. ტრანსპორტის მოძრაობის ზუსტი სქემა კი ჯერჯერობით უცნობია.


„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის განმარტებით, ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისში გადაადგილებას ძალიან გაართულებს.



„პირველ რიგში არ ვიცით რა ტიპის დაზიანებებია და რისი რეაბილიტაცია მოხდება. საგზაო მოძრაობის თვალსაზრისით კი ეს იქნება ძალიან რთული პერიოდი. ხიდის გადაკეტვა იმოქმედებს ორ მომიჯნავე რაიონზე - საბურთალოსადა დიდუბის. ეს  ისედაც რთული მონაკვეთებია და, საინტერესოა, თბილისის მერიას როგორ წარმოუდგენია საგზაო მოძრაობა. უნდა დაველოდოთ, როგორი იქნება მოძრაობის სქემა. იმედია, ისეთი არ იქნება, როგორიც წინა საგზაო სამუშაოები იყო, ვგულისხმობ პეკინი-კოსტავას რეაბილიტაციას, რა დროსაც, პრაქტიკულად,  ქალაქში კოლაფსი გვქონდა“, - აცხადებს დავით მესხიშვილი.


„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი „კომერსანტთან“ იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც თბილისის მერიამ წინა წლებში გზების რეაბილიტაციის დროს დაუშვა:


1. ვერ მოხდა საგზაო სამუშაოების იმ ვადებში ჩატევა, რომელიც გამოცხადებული იყო .

2. დაგვიანებით დაიწყეს მძღოლების ინფორმირება, თუ როგორ იყო  დროებითი სატრანსპორტო სქემა.

3. რიგ შემთხვევებში ჩვენ ვნახეთ, რომ ეს იყო ძალიან უხარისხოდ და არა კვალიფიციურად წარმოებული პროცესი.

იმედი მაქვს, რომ მერიის დღევანდელი ხელმძღვანელობა წინა წლებში განხორციელებულ სამუშაოების დროს დაშვებული შეცდომებს გაითვალისწინებს“,- განმარტავს დავით მესხიშვილი.



ბაჩო ადამია






გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების ტრენდი“

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი“
access_time2019-10-19 10:00:32
„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას  გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი აქვს, მაგრამ დოლართან არის გაუფასურებული. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია არის პრობლემა. დოლარიზაცია არის სენი ჩვენი ფინანსური სექტორის, რომლიდანაც ნელ-ნელა გამოვდივართ,“ - განაცხადა  რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. „ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა...

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა
access_time2019-10-18 20:37:41
მარი ანნა რურუასა და გიორგი რურუას შემდეგ მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეწილე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.   ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კახაბერ ანჯაფარიძის საკუთრებიდან არხის 2-პროცენტიანი წილი 2 ათას ლარად გაიყიდა და საქართველოს უნივერსიტეტს ერთი კვირის ვადაში 200 ათასი...

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა
access_time2019-10-18 17:55:11
ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს. „უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური...

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები
access_time2019-10-18 18:00:13
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2020 წლის ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი წარადგინა.  „კომერსანტი“ გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ამ პროექტის მოკლე შეფასებას და რეკომენდაციებს. ძირითადი მიგნებები 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 5% იქნება, რაც საკმაოდ ოპტიმისტური მიზანია. დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 2.95 არის აღებული. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე...


მსგავსი სიახლეები

up