“ბიძინა ივანიშვილის ინტერესები აბასთუმნის მიმართ აშკარაა და ობსერვატორიის მომავალი ბუნდოვანია“

“ბიძინა ივანიშვილის ინტერესები აბასთუმნის მიმართ აშკარაა და ობსერვატორიის მომავალი ბუნდოვანია“

access_time2019-10-03 15:30:53

„გვიყვარს ძალიან ობსერვატორია და ნამდვილად გული გვწყდება, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებთ და იმედი გვაქვს,  რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ,“ - ილიაუნის ადმინისტრაციაში აბასთუმნის ობსერვატორიის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ „კომერსანტთან“ ისაუბრეს.


მთავრობის 30 სექტემბრით დათარიღებული დადგენილებით, აბასთუმნის ობსერვატორია ილიაუნის გამოეყოფა და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდება. ამ სსიპ-ის კონტროლი განათლების სამინისტროს დაევალება და სწორედ სამინისტრო იქნება უფლებამოსილი, დანიშნოს ობსერვატორიის ხელმძღვანელი პირი და წესდება შეიმუშავოს. 24 ნოემბრამდე  ობსერვატორია ილიაუნის მართვაში რჩება, ამ ორი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს ყველა ადმინისტრაციული პროცედურის განხორციელება.



„უკვე მათია ობსერვატორია და ჩემთან საკითხავი აღარაფერი აქვთ, ეს რომ იყოს უნივერსიტეტის სხვა ერთეული, მაშინ სხვა საკითხია. ობსერვატორია არის სახელმწიფოს საკუთრება, ჩვენ გვქონდა გადმოცემული სარგებლობისა და მართვის უფლებით. ცოტა ხნის წინ განათლების სამინისტროსგან მივიღეთ წერილი, რითიც გაგვაცნეს თავისი მოსაზრება, რომ აბასთუმნის ობსერვატორია ცალკე სსიპ-ად უნდა ჩამოყალიბდეს და შესაბამისად, ჩვენს მართვაში არ უნდა იყოს. ამის მიზანი არის განვითარება და ის, რომ წვდომა ჰქონდეს ყველას  აბასთუმნის ობსერვატორიასთან, მათ შორის სხვა უნივერისტეტებსაც.  შემდეგ იყო მთავრობის გადაწყვეტილება, სადაც გაჟღერდა, რომ ნამდვილად უნდა დაექვემდებაროს ობსერვატორია განათლების სამინისტროს. შემდგომი პროცესი რა იქნება დეტალები და განვითარების პერსპექტივები ჩვენთვის ცნობილი არ არის,“ - აღნიშნა ქეთევან ლაკირბაიამ.


უკავშირდება თუ არა ბოლო პერიოდში ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის აბასთუმანით დაინტერესებას ობსერვატორიის სახელმწიფოს “საკუთრებაში“ გადასვლა, ამ კითხვაზე ილიაუნის ადმინისტრაციაში კონკრეტული პასუხი არ აქვთ. 



თუმცა, ოპოზიცია უკვე საუბრობს და მედიაში ვრცელდებაა ინფორმაცია, რომ აბასთუმანში ივანიშვილი დიდი ოდენობით მიწას ყიდულობს და სასახლეს აშენებს, ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ობსერვატორიის ილიაუნის ჩამორთმევა და მისი ცალკე სიპად გადაკეთება იმ გეგმის ნაწილია.


 „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი  “კომერსანტთან“ აცხადებს, რომ აბასთუმნის ობსერვატორია ახლა უფრო დაუცველია, ვიდრე უნივერსიტეტის მმართველობაში ყოფნის დროს. ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერესები აბასთუმნის მიმართ აშკარაა და ობსერვატორიის მომავალი ბუნდოვარნია.



„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ 2012 წლამდე განათლების რეფორმა გულისხმობდა უნივერსიტეტების და ინსტიტუტების შერწყმას, რაც მნიშვნელოვანი იყო, როგორც უნივერსიტეტების გაძლიერებისათვის ასევე სამეცნიერო ინტეგრაციისათვის. ეს იყო უნიშვნელოვანესი პროექტი იმ მიმართლებით, რომ ყოფილიყო მატერიალური, ინტელექტუალური და ფინანსური რესურსების გაერთიანება უნივერსიტეტების ირგვლივ და გაძლიერება. ამ იდეასაც კი ყოველთვის თავს ესხმოდა “ქართული ოცნება“, ეძახდნენ ამას უნივერსიტეტების დანგრევას და ოცნებობდნენ მეცნიერთა აკადემიის ქვეშ ამის აღდგენას და ასე შემდეგ. 2013 წელს ერთხელ უკვე წაიღეს ობსერვატორია, ჩამოაშორეს უნივერსიტეტს. მაშინ ალბათ დალაგებული გეგმა არ ჰქონდათ რა უნდა გაეკეთებინათ და შემდეგ 2014 წელს დაუბრუნეს კვლავ უკან. მეცნიერთა ნაწილს ობესრვატორიაში და ინსტიტუტებში ჰქონდათ საბჭოთა დროის ნოსტალგია, როსდესაც ისინი დამოუკიდებლად იყვნენ ხოლმე და ამით სარგებლობს სახელმწიფო. გარდა ამისა ინსტიტუტები, რომლებიც არ არიან უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ისინი ნაკლებად დაუცველები არიან, პირდაპირ რჩებიან სახელმწიფოსთან და მეტად არიან დამოკიდებუული სახელმწიფოზე. ბუნებრივია,  არსებობს ეჭვები თუ რა შეიძლება მომავალში იყოს და ეს ლოგიკურია. როცა ვხედავთ ბიძინა ივანიშვილის მოძრაობებს, ვხვდებით რომ აბასთუმანი ახლა გაცილებით დაუცველია. ცალკე არის ობსერვატორია, დარწმუნებული ვარ რაღაცებს დაპირდებოდნენ მეცნიერებს, რომ უკეთესად იქნებიან, შეიძლება წინაღმდეგიც იყოს მათი ნაწილი ან მიესალმებოდნენ აბასთუმნის განათლების სამინისტროსთვის გადაცემას, ფაქტია, რომ ამით სარგებელს ნახულობს სახელმწიფო.“ - ამბობს სერგო რატიანი.


ამავე საკითხზე “კომერსანტმა“  განათლების სამინისტროსაც მიმართა. როგორც მათი პასუხიდან ირკვევა, ასტროფიზიკური ობსერვატორიის ცლკე სსიპ-ად გამოყოფის ძირითადი მოტივაცია მისი განვითარება,  საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება და პოტენციალის სრულად ათვისებაა. რაც შეეხება იმას, თუ ვის შეუძლია ამ ობსერვატორიით ისარგებლოს, სამინისტროს განცადებით ყველა სასწავლო დაწესებულებისთვის ეს ადგილი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.


„ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განთქმულია მსოფლიოს მასშტაბით და მის ბაზაზე 80 წელზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებებიმნიშვნელოვანია ამ მასშტაბის, მსოფლიო მნიშვნელობის  სამეცნიერო დაწესებულების შემდგომი განვითარება, გაძლიერება და მისი საერთაშორისო ჩართულობის ხარისხის ამაღლება გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.


 

სამინისტრო მუშაობს უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კვლევების ერთიან კლასტერულ პოლიტიკაზე. ერთ-ერთი ასეთი კლასტერი სწორედ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბაზაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება. აბასთუმნის ობსერვატორია კლასტერის შესაქმნელად საუკეთესო სივრცეა, რადგან ამ დაწესებულებაში არსებობს ხანგრძლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება, საერთაშორისო ცნობადობა და განვითარების მზარდი პოტენციალი.

 

ფინანსური და სხვადასხვა რესურსის გაძლიერებით, ობსერვატორია ხელმისაწვდომი გახდება ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მკვლევარებისა და მეცნიერებისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე

 

 ობსერვატორიის ბაზაზე განხორციელდება კლასტერული ქსელის ფორმირება და შესაბამისად, თანაბარი ხელმისაწვდომობა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. განხორციელდება დაწესებულების ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა, აღჭურვილობის განახლება, კვლევით პროცესებში ჩართული პერსონალის პირობების გაუმჯობესება და სხვა.      


აღნიშნული გადაწყვეტილება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის საფუძველზე იქნა მიღებული.“- ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.



ცვლილებების მიზეზებზე  დღესვე, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ .


„მცირე მთავრობის კონცეფცია არის მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ აქაც არსებობს გამონაკლისები. ჩვენი აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, უნიკალური არამარტო საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ - ზოგადად მსოფლიოში.


სულ რამდენიმე არის ასეთი უნიკალური და დიდი ისტორიის მქონე სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი. მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.


ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტის ზრუნვის საგანი არის განათლება და მეცნიერება მათ შორის, აქედან გამომდინარე ეს ის შემთხვევაა, როდესაც კიდევ უფრო მეტად აქცენტირებულია, რომ გავაძლიეროთ ეს სამეცნიერო კერა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


 

მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში მუნიციპალური ფონდის მიერ ხორციელდებოდა აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაცია - ეზოს შიდა მოწყობა, მთავარი გუმბათიანი შენობის რეაბილიტაცია და საბაგიროს აღდგენა. 


აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციაზე 2 549 330 ლარი გამოიყო. აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ობსერვატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო.  


პროექტი ობსერვატორიის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის საბაგირო გზის და ვაგონის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.


პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის  სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა  საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა,  საპირფარეშოებისა და საპარკინე ადგილების მოწყობა.


პირველ სართულზე განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო სივრცითა და ობსერვატორიის ვირტუალური ლაბორატორიით. აქვე მოეწყობა პატარა კაფე და საპირფარეშოები. შენობა უზრუნველყოფილი იქნება წყალსადენ-კანალიზაციის, სავენტილაციო და გათბობის სისტემებით. მოეწყობა ინტერნეტქსელი. პროექტით განსაზღვრულია AZT-11-ის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა - დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენა, ბორდიურების შეცვლა და ავტოსადგომის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ შადრევანს. მოეწყობა გარეგანათება, დაიდგმება სანაგვე ურნები; AZT-11-ის შენობის გვერდით არსებული ყოფილი ფოსტის შენობის პირველ სართულზე მოეწყობა საერთო სარგებლობის საპირფარეშო შვიდ წერტილზე, მათ შორის ერთი შშმ პირებისთვის„დაგეგმილია დიდი ტელესკოპის AZT-11-ის სამსართულიანი ტერასული შენობის რეაბილიტაცია.


პროექტის დასრულების ვადა 20 ნოემბერია. ამ ეტაპზე ობსერვატორიის მთავარი შენობის 90 პროცენტი რეაბილიტირებულია, მონტაჟდება განათებები და გამოცვლილია საბაგიროს აღჭურვილობა.


ობსერვატორია 1932 წელს ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში.


მარიამ მორგოშია




რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up