იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ქვეყნის წინსვლისათვის ამ ნაბიჯს გადადგამენ და პარტიებს შორის დაძაბულობას შეამცირებენ - ელჩი

იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ქვეყნის წინსვლისათვის ამ ნაბიჯს გადადგამენ და პარტიებს შორის დაძაბულობას შეამცირებენ - ელჩი

access_time2022-07-30 11:00:37

ყველაზე დიდი გამოწვევა, ჩემი შეფასებით, არის დეპოლარიზაცია, რომელიც მოითხოვს პოლიტიკოსებისაგან, პარტიებისგან ქცევის შეცვლას, ასევე ქცევის შეცვლას მედიასაშუალებებისგანაც, - აცხადებს გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, რომელიც საქართველოში ოთხწლიან მისიას ასრულებს. პირველმა არხმა ელჩთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც გერმანელი დიპლომატი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე, დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე, გერმანიის საქართველოსადმი დახმარებასა და საქართველოში მუშაობის წლებზე საუბრობს.


„ხანდახან მესმის, რომ მედიაში კიდევ უფრო დიდი დაპირისპირებაა, ვიდრე პოლიტიკაში. პოლარიზაციამ მოიცვა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფერო, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც კი. ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ თავიანთი ქცევის შეცვლა, ეს ყოველთვის არის შესაძლებელი. მოხდება ეს თუ არა, არის თუ არა ამის დიდი შანსი, ამას ვერ განვსჯი. დიდი პოეტი ხომ ამბობდა, ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსაო. მე უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ქვეყნის წინსვლისათვის ამ ნაბიჯს გადადგამენ, პარტიებს შორის დაძაბულობას შეამცირებენ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთმანეთთან ურთიერთობის ტონს გააუმჯობესებენ“, - აცხადებს ელჩი.



ქნირში ამბობს, რომ ხედავს, როგორი განსხვავებულია პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებები.

უშაობა უნდა წარიმართოს პარლამენტში და ამისათვის პარლამენტისგან მოწვევაც არის. ზოგიერთმა პარტიამ ჯერ მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ მუშაობაში მონაწილეობის მიღება არ სურდა, შემდეგ განაცხადეს, რომ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება სურთ. მე ეს ისე მესმის, რომ შემდეგ ეს პარტიები თავიანთ პოზიციას პარლამენტის მუშაობის პროცესში გააჟღერებენ, სხვა შემთხვევაში ასეთ მოქმედებას ხომ აზრი არ ექნება. ამგვარად, არც ისე პესიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან საქართველოში უკვე არსებობს რეაქცია იმ სურვილზე, რომელიც ევროკავშირმა გააჟღერა და რაც ასევე წარმოადგენს ქართველი ხალხის სურვილსაც. ეს არის სურვილი, რომ პარტიებმა იმუშაონ ერთად, რათა შეასრულონ თავიანთი ამოცანები, გაუმკლავდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს შეეჭიდონ“, - განაცხადა ქნირშმა. 


წყარო: 1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up