იმედი გვაქვს ღია სივრცეების გახსნა არ გააუარესებს ეპიდვითარებას - ნათია თურნავა

იმედი გვაქვს ღია სივრცეების გახსნა არ გააუარესებს ეპიდვითარებას - ნათია თურნავა

access_time2021-02-15 13:08:38

დღეს გვაქვს პირველი დღე, როდესაც სარესტორნო ღია სივრცეები არის გახსნილი და იმედი გვაქვს, რომ ეს გახსნა ჩაივლის დადებითად, არ გააუარესებს ეპიდვითარებას და იქნება კარგი საწინდარი იმისა, რომ შემდგომში ძალიან ფრთხილად, ვითარებაზე დაკვირვებით ვიფიქროთ უფრო სრულყოფილ გახსნაზე,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან. თვითონ სარესტორნო ინდუსტრიაც ჩართული არის ამ მუშაობაში. საუბარი არის განახლებულ პროტოკოლებზე და განახლებულ წესებზე, რაზეც შევჯერდებით სარესტორნო ინდუსტრიასთან და რაც შეამზადებს რესტორნებს და კაფეებს იმისთვის, რომ უკვე შემდგომ ეტაპზე, და იმედია შევძლებთ ამას უახლოეს მომავალში, ვიფიქროთ შიდა სივრცეების გახსნაზე. რასაკვირველია ამას დასჭირდება უკვე თავისი მოსამზადებელი პერიოდი. წინა კვირაში ასეთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჩემი მოადგილის დონეზე. ამ კვირაში პირადად ვაპირებ, რომ ვუმასპინძლო რესტორნების გაერთიანებებს და ასევე შრომის ინსპექცია და ბიზნესომბუდსმენი აქტიურად ჩაერთვება ამ შეხვედრებში. ვიმსჯელებთ უკვე, თუ რამდენად ვართ მზად შიდა სივრცეებზე რომ ვისაუბროთ და საბჭოს წარვუდგინოთ ერთობლივი წინადადებები.

გარდა ამისა, უკვე გვექნება საშუალება, ვისაუბროთ ამ ღია სივრცეების გახსნის პირველმა ეტაპმა რა დაგვანახა, დავუშვათ, რა პრობლემებია გადასაწყვეტი და ა.შ“,- განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის შეზღუდული ფორმატი, შაბათ-კვირა და ღამის საათები რჩება შეზღუდვაში და დაშვებულია მხოლოდ ღია სივრცეები, ეს აძლევს გარკვეულ შესაძლებლობას რესტორნებს, რომ გარდა გატანის სერვისისა, უკვე უშუალოდ მოემსახურონ ღია სივრცეში მომხმარებელს.


„ასევე შეგახსენებთ, რომ იმ რესტორნებს, ვისაც არ გააჩნია საკუთარი ვერანდები და ღია სივრცე ქალაქ თბილისის მერიამ შესთავაზა ტროტუარები დროებით სარგებლობაში, რათა მათ შეძლონ გარკვეული მასშტაბით მაინც დაიწყონ ფუნქციონირება. ვფიქრობ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი არის, რადგან მაქსიმალურად მეტი შესაძლებლობა შეექმნას სხვადასხვა ზომის რესტორნებს, განსაკუთრებით მცირე რესტორნებს, ვისაც მცირე ფართი გააჩნია“,- განაცხადა ნათია თურნავამ


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up