„იმედი აქვთ, რომ რაღაცას გავაკეთებთ, კრიტიკის მიზანი არსებული მდგომარეობის გამოსწორებაა“ - ექსპერტი ტრამპის წერილს აფასებს

„იმედი აქვთ, რომ რაღაცას გავაკეთებთ, კრიტიკის მიზანი არსებული მდგომარეობის გამოსწორებაა“ - ექსპერტი ტრამპის წერილს აფასებს

access_time2020-05-31 11:30:35

„ღვინის იმპორტი ყველაზე მსხვილი მასშტაბით აშშ-ში ხორციელდება, ხოლო თუ ქართული ღვინო ამ ბაზარზე შესაბამისი ნიშის დაკავებას მაღალ საფასო სეგმენტში შეძლებს,  ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა, სამწუხაროდ ამ საქმეში აქცენტი და რესურსები არ არის საკმარისად ჩადებული. რუსეთის ბაზარზე, რომელიც მოწყვლადია, არ უნდა იხარჯებოდეს ამდენი რესრუსი. მთელი მარკეტინგული ღონისძიებები აშშ-ს ბაზრისკენ უნდა მივმართოთ, რადგან მყარი ბაზარია,“- ამის შესახებ „კომერსანტთან“ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიორგი მუჩაიძე აცხადებს.

 

აშშ-ს პრეზიდენტის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ წერილში საუბარია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ დივერსიფიკაციაზე, სასამართლო სისტემის მნიშვნელობასა და დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე.  

„ველი თქვენთან თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცებაში, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, რომლის საყრდენს წარმოადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, ასევე - ეკონომიკის დივერსიფიკაციაში,“ - ნათქვამია დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილში.

 

ექსპერტი გიორგი მუჩაიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ ჯეროვნად უნდა გამოიყენოს საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალი და შექმნას ქვეყნისთვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რათა აშშ-დან ეკონომიკური დივერსიფიცირება რეალობაში განხორციელდეს.


 

„აუცილებელია მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც, რათა მათ არ გაუჩნდეთ სურვილი ინვესტიციის გატანის და სხვა ქვეყანაში ფულის დაბანდების. უცხოელი ინვესტორი კი ასეთ გარემოში დადებით გამოცდილებას და მესიჯებს გაიტანს. ამით საქართველოს, როგორც მწარმოებლის რეპუტაცია გაიზრდება.

ამ დივერსიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაც.   ლოგისტიკური ჰაბის კონცეფცია გვაქვს, მაგრამ მისი რეალური იმპლემენტაცია ვერ ხორციელდება. ეს თუ გამოსწორდება, ექსპორტის პოტენციალიც გაიზრდება და უცხოური ინვესტიციებიც.  

სასამართლოსა და კანონის უზენაესობას ჩვენის სტრატეგიული პარტნიორები ხშირად აღნიშნავენ საქართველოსთან მიმართებაში.  იმედი აქვთ, რომ რაღაცას გავაკეთებთ.კრიტიკის მიზანი არის ის, რომ გამოსწორდეს მდგომარეობა. ამასთან აღნიშნავენ იმ მიღწევებსაც, რაც ამ დრომდე გვქონდა. როდესაც 10-ჯერ მიგანიშნებენ ხარვეზებზე და არ გესმის, მერე პირდაპირ გეტყვიან, რომ პრობლემები გაქვს .

ამასთან დემოკრატიის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში ძალიან დიდია. ბინზნესი და დემოკრატია ერთად, მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ეფექტურობას. საბოლოოდ კი ეს შემდეგი ნაბიჯია „ნატოსა“ და „ევროკავშირში“ გაწევრიანების გზაზე,“ - აღნიშნავს გიორგი მუჩაიძე


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up