„იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო სუბსიდირება არ გავრცელდება წამლებზე, შესაძლოა ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს“ -  აკაკი ზოიძე  წამლების ფასის რეგულირებაზე

„იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო სუბსიდირება არ გავრცელდება წამლებზე, შესაძლოა ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს“ - აკაკი ზოიძე წამლების ფასის რეგულირებაზე

access_time2022-11-17 19:15:08

„რეფერენტული ფასები საწყის ეტაპზე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის დაწესდება, მაგრამ შემდეგ ამის გავრცელებას ყველა მედიკამენტზე აპირებენ,  აქ შეიძლება იყოს რისკი იმისა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სუბსიდირება არ გავრცელდება წამლებზე, შესაძლოა ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს, რადგან ფარმაცევტული კომპანიებისთვის საინტერესო აღარ იყოს“ -  ჯანდაცვის  ექსპერტმა აკაკი ზოიძემ წამლების ფასის რეგულაციის საკითხზე „კომერსანტთან  ისაუბრა.

 

მისვე თქმით, სუბსიდირების  შემთხვევაში კომპანიას მწარმოებელი იქნება ის, თუ  იმპორტიორი,  ექნება გაყიდვის გარანტირებული ბაზარი, რომელსაც  სახელმწიფო შეისყიდის მილიონამდე ადამიანისთვის, დანარჩენზე  30-50% -იანი  ფასდაკლება, რომელიც  ამ  ეტალონური  ფასის  შემცირებას გამოიწვევს,  უკვე ადვილად  „ასაწევი“ იქნება.

 

„როდესაც მილიონამდე ადამიანისთვის ბრუნვა გარანტირებული გაქვს, დანარჩენ მილიონს შესაძლოა იგივე მედიკამენტი შედარებით მცირე ფასში მიაწოდო,  შესაბამისად ამ კუთხით რისკი შემცირებული იქნება და არ განმეორდება იგივე შემთხვევა, რაც მოხდა მოლდოვასა და აზერბაიჯანში, როდესაც ერთდროულად შემოიღეს რეფერენტული და ეტალონური ფასები და ამან მედიკამენტების  ბაზარზე  დეფიციტი გამოიწვია. ყველა  ქვეყანაში,  სადაც ეს მექანიზმი წარმატებულია, ამაში სახელმწიფო სუბსიდირების დიდი წვლილია“, - აღნიშნა  აკაკი ზოიძემ.  

 

დღეს საქართველოსთვის თურქული ბაზარი გახსნილია,. ასევე  შემოღებულია ელექტრონული რეცეპტურა, თუმცა აკაკი ზოიძის  თქმით, იმ შემთხვევაში თუ რეცეპტის გამოწერის გაკონტროლება არ მოხდა, ეფექტს ვერ მოიტანს.

 


„ე.წ. ეტალონური ფასების ანუ რეფერენტული ფასების შემოღება,  ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო სხვათაშორის  იმ  სერიოზული მოკვლევის, რომელიც  ჯერ  კიდევ  ჩემი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს ჩავატარეთ.

 

ერთ-ერთი  რეკომენდაცია იყო კომპლექსური რეკომენდაციები, მარტო ეს მეთოდი მთლიან   პრობლემას ვერ  გადაჭრის, მაგრამ  ეს იყო  ერთ - ერთი მეთოდი იმისთვის, რომ პრობლემა,  რომელიც  ძირითად  გამოიხატება  მოსახლეობის  მხრიდან  წამლებზე  განუზომლად დიდ დანახარჯებში და  პენსიონერების  და სოციალურად  დაუცველების  ჯიბეს ძალიან დიდ  ტვირთად აწვება.

 

რეფერენტული ფასები პრობლემის მოგვარების  ერთ-ერთი მეთოდია, თუმცა ეს კომპლექსურ პრობლემას  ვერ  გადაჭრის, იგივე თურქეთის  ბაზრის  გახსნა გარკვეული  მედიკამენტებისთვის  იყო  ამ  რეკომენდაციის  ნაწილი,  მეორე   ელექტრონული რეცეპტურის შემოტანა, რომელიც  წამლების გამოწერის  დროს გამჭვირვალეობას შეუწყობდა  ხელს  და  შეამცირებდა  იმ არაეთიკურ  მარკეტინგს, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიები  ახორციელებენ, კომპანიები  უხდიან  ქრთამს, შეიძლება  ითქვას ოფიციალურად , ისინი აძლევენ კონსულტანტის ანაზღაურებას ექიმებს,  რომლებიც სჭირდება  თუ  არ  სჭირდება  ეს პაციენტს, წერენ მათ წამლებს. ეს  ელექტრონული  რეცეპტურა  უნდა დაგვხმარებოდა იმის დადგენაში,   თუ  ვინ  აკეთებს  ამას ,  რა მასშტაბთ  არის  ეს პრობლემა  გავრცელებული  და  მესამე მიმართულება  იყო   სახელმწიფო  სუბსიდირების  პროგრამის გაფართოება  ქრონიკული დაავადების  მქონე  მედიკამენტების  უზრუნველყოფისათვის, რომელიც  დღეს 37-მდე აქტიურ  ნივთიერებას  ფარავს ,რომელიც  დაახლოებით 100-მდე ფორმას,  სხვადასხვა  ბრენდის  დასახელების და ჯგუფის წამლებს მოიცავს და რეკომენდაცია  გვქონდა, რომ ეს რაოდენობა 100-მდე აქტიურ  ნივთიერებამდე  გაზრდილიყო და  1000 წამალი მოეცვა“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.


საქართველოში წამლების ფასი კანონით დარეგულირდება. ამას გულისხმობს  „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის ინიციატორიც ჯანდაცვის სამინისტროა.

 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი შედეგი, რეგულირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების შემცირებაა, რაც შესაბამისობაშია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის 2022-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმასთან. აღნიშნული გეგმის მიხედვით, პროგნოზირებულია, რომ ჯანდაცვაზე ჯიბიდან დანახარჯებში, მედიკამენტების წილი 62%-დან (საბაზისო 2020 წელი) შემცირდება 15%-მდე (სამიზნე 2030 წელი).

 

თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up