ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

access_time2021-06-12 19:55:08

მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $ დან -260$ მდე ჩამოვიდა, რის გამოც ერთი ტომარა ფქვილის ფასმა 68–დან 60 ლარამდე დაიწია. 



„თუ დღევანდელ ტენდენციას და ფასს შევხედავთ, დღეს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 60 ლარს შეადგენს, სამიზნე ფასამდე, ანუ იმ ფასამდე რომელზეც მეპურეები ამბობენ, რომ ისინი პურის ფასს არ გააძვირებენ დარჩენილია 7 ლარი. ახლა მთავარი ამოცანა მდგომარეობის იმაში თუ რამდენად შეძლებს ბაზარი, რომ დღევანდელი 60 ლარი სამიზნე ფასთან -  53 ლართან დააახლოვოს. ივნისის შუა რიცხვებში დაგეგმილია შეხვედრა სოფლის  მეურნეობის  სამინისტროს,  პურის  მწარმოებლებს და  ჩვენ  შორის  სადაც ვიმსჯელებთ იმაზე უნდა გაგრძელდეს თუ არა ფქვილზე სუბსიდირება.“ -  აღნიშნა ლევან სილაგავამ. 



სილაგავას აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს თავისუფალი ბაზრის ფარგლებში ერთი ტომარა ფქვილის ფასი არის 60 ლარი, რომელიც შეიძლება დაკორექტირდეს და დაიკლოს სუბსიდირების გაგრძლების შემთხვევაში სუბსიდირების თანხა ამხელა აღარ იქნება.



„რა თქმა უნდა ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, თუმცა თუ სუბსიდირების პროგრამა მაინც გაგრძელდება მხოლოდ იმის თქვა შემიძლია, რომ სუბსიდირების რაოდენობა იმხელა აღარ იქნება რაც აქამდე იყო, რადგან ბოლო სუბსიდირების დროს 1 ტომარაზე ხდებოდა 20 ლარიანი სუბსიდირება, რადგან ფქვილის ფასი მაშინ 68 ლარს შეადგენდა და დღგ-ის გადახდის ახალი წესის მიხედვით 20 ლარიდან 18 % დღგ-თი ბრუნდებოდა, მას შემდეგ ელექტრო ენერგიის ტარიფიც გაძვირდა და შესაბამისად სუფთა სუბსიდირების თანხა დარჩა 15 ლარი“. აღნიშნა ლევან სილაგავამ.



სილაგავამ კომერსანტს უთხრა, რომ პურის ფასის დასარეგულირებლად ფქვილის მწარმოებლების აზრით ფქვილში სუბსიდირება საჭირო არ იყო, თუმცა აღნიშნულ კომპონენტში სუბსიდირება  მხოლოდ  იმიტომ გადაწყდა,რომ სახელმწიფოსთვის ქვეყანაში  არსებული 8 წისქვილ კომბინატი უფრო მარტივი გასაკონტროლებელია, ვიდრე 2500-მდე პურის საცხობი. აღსანიშნავია, რომ სუბსიდიების პროგრამაში მხოლოდ 70 პურის მწარმოებელი კომპანია ჩაერთო. 



„გაგრძელდება თუ არა სუბსიდირება დამოკიდებულია მოსახლეობის განწყობაზე და მთავრობის პასუხზე,  სუბსიდირება იმიტომ დაიწყო, მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ პური არ უნდა გაძვირებულიყო, რასაც მთავრობამ სუბსიდირების პროგრამით უპასუხა, ხოლო ამის  აღმასრულებლები ვართ  ჩვენ, პურის მწარმოებელთა  ასოციაცია ტენდერების საშუალებით.“ აღნიშნა ლევან სილაგავამ



სილაგავამ ასევე აღნიშნა, რომ სუბსიდირების პროგრამის საჭიროება, მსოფლიო ბაზარზე  ხორბლის გაძვირებამ გამოიწვია, რისი უპირველესი მიზეზი რუსეთში მსოფლიო ბაზართან მიმართებაში  ხორბალზე ფასის  ზრდა იყო.



„რუსეთმა  გადაწყვიტა რომ მარტის თვიდან კვოტირების  მექანიზმი შემოეღო და  ამას საექსპორტო ბაჟიც დაამატა, შესაბამისად მაშინ როდესაც ხორბლის გამოტანაზე საექსპორტო ბაჟის ღირებულება იყო 0 ,   1 ტონა ხორბლის შემოტანის ბაჟი  50 ევრომდე გაიზარდა, რამაც   გამოიწვია  ხორბალზე ფასების  მატება. დღესდღეობით საექსპორტო ბაჟი მოხსნილია და მის მაგივრად არის ახალი მექანიზმი. ეს არის  მსოფლიო  ფასებს  გამოკლებული  200$  და  სხვაობის 70% , ამ  მექანიზმის მიხედვით ხორბლის რუსეთიდან შემოტანა 30$ ჯდება.“  აღნიშნა ლევან  სილაგავამ.



„კომერსანტი“ პურის ფასზე შესაძლო ცვლილების შესაფასებლად კომპანია “იფქლის“ დირექტორის მოადგილეს ბაქარ ბაკურაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით არც მას და არც სუბსიდირების პროგრამაში ჩართულ არც ერთ კომპანიას სუბსიდირების პერიოდში პურზე ფასი არ გაუზრდიათთ, რაც  შეეხება სამომავლოდ პურზე ფასის ცვლილებას ბაკურაძე ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია პურის  სხვა კომპონენტებისა და ენერგომატარებელების ფასზე. 



“ფაქტობრივად ფქვლის გარდა ყველა ინგრედიენტზე, მარილზე,ზეთზე, წყალზე და ენერგომატარებლებზე ფასი გაზრდილია, სუბსიდირების პროგრამაში  ჩართულ არც ერთ კომპანიას სუბსიდირების პერიოდში პურზე ფასი  არ გაგვიზრდია, სამომავლოდ რა  იქნება არ ვიცით, ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ ფქვილის ფასი  რანიშნულზე დადგება, თუ გაძვირდება, რა თქმა უნდა პურის ფასიც ავტომატურად გაიზრდება. სუბსიდირებაც ხო იმიტომ გაკეთდა, რომ პურის ფასი არ გაძვირებულიყო. თუმცა ვფიქრობ რომ ფასები უნდა  დასტაბილურდეს, ახლა ზაფხულია, ახალი მოსავლის აღების პერიოდია და  ფასებიც ნელ-ნელა ქვევით მოდის.  პურის ფასი ყველა კომპონენტის ფასზეა დამოკიდებული, რათქმა უნდა პროცენტულად ყველაზე მეტი  წილი ფქვილზე მოდის, თუმცა სხვა კომპონენტებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.“ აღნიშნა ბაქარ ბაკურაძემ.



ფქვილის სუბსიდირების მეორე ეტაპი საქართველოში ივნისის ბოლოს მთავრდება. პანდემიის პირობებში ფქვილის ფასის სუბსიდირებისთვის და ე.წ. სოციალურ პურზე ფასის შესანარჩუნებლად სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო.  სუბსიდირების პირველი ეტაპით, სამიზნე ფასად, 1 ტომარა მაღალი  ხარისხის  ფქვილის  ფასი 53 ლარით განისაზღვრა.



თაკო კვაჭანტირაძე







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up