„მერიის მიერ აღებული საბანკო კრედიტი იმ პროექტებს  გააძვირებს, რომლის განხორციელებასაც დედაქალაქში გეგმავენ“ - ეკონომიკური ექსპერტები კახა კალაძის მიერ საკრედიტო ხაზის შექმნას აფასებენ

„მერიის მიერ აღებული საბანკო კრედიტი იმ პროექტებს გააძვირებს, რომლის განხორციელებასაც დედაქალაქში გეგმავენ“ - ეკონომიკური ექსპერტები კახა კალაძის მიერ საკრედიტო ხაზის შექმნას აფასებენ

access_time2019-05-27 11:30:02

 „ზოგადად სესხის აღების პრაქტიკა არ მომწონს სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ბევრად უფრო გონივრული იქნება, შემოსავლებიდან დააფინანსონ თავიანთი ვალდებულებები,“ - ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე კახა კალაძის განცხადებას ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საკრედიტო ხაზის შექმნასთან დაკაშირებით.



კახა კალაძის განცხადებით, საკრედიტო ხაზის გახსნა ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელებისთვის სჭირდებათ. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია თბილისის მოსახლეობის წინააღმდეგ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.



„რაც შეეხება საკრედიტო ხაზს, სანამ ცენტრალური ბიუჯეტიდან თნხის მოწოდება ვერ ხდება, ვხსნით საკრედიტო ხაზს, მაგრამ ამ თანხის გამოყენების საჭიროება შეიძლება არც იყოს. თუმცა, ეს თანხა ემსახურება ქალაქს, თბილისს და თბილისელებს. არანაირ ისეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომ ქალაქის და ქალაქის მაცხოვრებლების ინტერესები დაარღვიოს. საკრედიტო ხაზი გათვლილია იმაზე, რომ არ შეფერხდეს ინფრასტრუქტურული პროექტები“, - განაცხადა კალაძემ.



„კომერსანტი“ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკური ექსპერტების შეფასებებით დაინტერესდა, პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ მერიის მხრიდან სესხის აღების პრაქტიკა მიუღებელია და მსგავსი სიტუაციისთვის სტრუქტურას უნდა ჰქონდეს რეზერვი გაუთვალისწინებელი დანახარჯებისთვის.




„ჩემი აზრით, საკრედიტო ხაზის შექმნა იმ პროექტების  მომსახურება გაძვირდება, რომელიც ბანკიდან აღებული სესხით შესრულდება,  მაგრამ თუ საჭიროა ფული, რომელიც არსად არ იშოვება, უნდა აიღონ იქ, სადაც არსებობს. წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რისთვის იღებს მერია ვალს. შეიძლება ისეთ რამეზე იყენებდნენ ამ თანხას, რომ არც ღირდეს დახარჯვა. ჩემი აზრით, მათ უნდა ჰქონდეთ თანხის რეზერვი, რომ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში გამოიყენონ,“ - აღნიშნა პაატა შეშელიძემ



ეკონომიკის დოქტორის რამაზ გერლიანის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტის მოცულობა წესით და რიგით არ უნდა ქმნიდეს საკრედიტო ხაზის შექმნის საჭიროებას.



„იურიდიული თვალსაზრისით, მერიას აქვს უფლება დამოუკიდებლად კრედიტის ხაზი გააკეთოს, ისევე როგორც მუნიციპალიტეტებს. მაგრამ თბილისის ბიუჯეტის მოცულობის ფონზე, ამ საკრედიტო ხაზის გარეშეც შესაძლო იყო ოპტიმიზაცია სხვადასხვა დანახარჯების და ამ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხის გამონახვა.  თუმცა ის, რომ ბანკებიდან გაიცემა კრედიტები,  ეს ცუდი არ არის და ეს პრაქტიკაც უნდა დაინერგოს,“ - აცხადებს რამაზ გერლიანი „კომერსანტთან“ საუბარში.



ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, აუცილებელია ზუსტი მონაცემების არსებობა საკრედიტო ხაზის მიზნობრიობაზე, რათა აშკარა იყოს,  კრედტის აღება  მერიის მხრიდან.ღირს თუ არა



 „როდესაც ვიღებთ კრედიტს, ვფიქრობთ,  როგორ გავისტუმროთ და რა სარგებელს მოგვიტანს. თუ სარგებელი არ აჭარბებს კრედიტის პროცენტს, ამ შემთხვევაში პროექტი არაეფექტიანია.  აქედან გამომდინარე, როცა რამე განცხადებებს აკეთებენ,  უნდა მოაყოლონ ზუსტი გათვლები, თუ ეს გათვლები არ გვაქვს, როგორ გავიგოთ, ეს კრედიტი ღირს ამად თუ არ ღირს,“- აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია.

 


მარიამ მორგოშია

 





უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up