„იმ პირობებში როდესაც გადასახადები გაზრდილია კომპანიებს ეს ტვირთად დააწვება“ - სათამაშო ბიზნეს ასოციაცია

„იმ პირობებში როდესაც გადასახადები გაზრდილია კომპანიებს ეს ტვირთად დააწვება“ - სათამაშო ბიზნეს ასოციაცია

access_time2022-11-30 14:00:29

„ისე გამოვიდა, რომ კიდევ ერთი გადასახადი დაგვიმატეს და იმ პირობებში როდესაც გადასახადები გაზრდილია, კომპანიებს ეს ტვირთად დააწვება“, - აზარტული თამაშების ბიზნესისთვის რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა „კომერსანტთან“ ისაუბრა.


 

მამულაიშვილის თქმით, იმის ვალდებულება და პრაქტიკა, რომ ონლაინ კაზინოსთან ერთად, კომპანიას უნდა ჰქონდეს სახმელეთო (ოფლაინ) კაზინო, მსოფლიოში არსად არ არის და ფინანსთა  სამინისტროს არგუმენტი, რომ ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, არასწორია.


 

„კი,  ლიცენზიები არის,  ამისთვის  ჩვენ  მზად  ვიყავით,  თუმცა  პირველადი  მოლაპარაკებების  და  კონსულტაციების  შედეგად, სულ სხვა  ფორმით უნდა ყოფილიყო.  დღესდღეობით,  ეს  რეალობა  შეიცვალა, ავალდებულებენ  მიწის ობიექტის  არსებობას,  თუ  გინდა ონლაინ კაზინო, კაზინოც  უნდა გქონდეს,  თუ  გინდა ონლაინ  სლოტ  კლუბი,  სლოტ  კლუბიც  უნდა გქონდეს და  შესაბამისად,  მოსაკრებელიც  დაემატა.  კომპანია  კვარტალში  იხდიდა  ნახევარ მილიონს და  დღეს გადაიხდის  750 000,  შესაბამისად, ეს ხარჯები ყველა კომპანიას  გაეზრდება, რაც  საბოლოო  ჯამში  ნეგატიურად აისახება  ბიზნესზე.


 

დღესდღეობით, ბევრმა კომპანიამ  გაზრდილი  გადასახადების  პირობებში მიწის  ობიექტები დაკეტა, ძალიან ბევრი  ტოტალიზატორი  დაიკეტა , ბევრი  სლოტ  კლუბი  დაიკეტა. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა დღევანდელ  ვითარებაში  და  გაზრდილი  გადასახადების  ფონზე“-  აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.



 

როგორც ცნობილია, პარლამენტმა უკვე დაიწყო ახალი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომლითაც ხდება გემზე კაზინოების აკრძალვა და ონლაინ-აზარტული თამაშების მოწყობისთვის დამატებითი ნებართვის შემოღება.



დღეისათვის მოქმედი კანონით, ონლაინთამაშობის მოწყობის უფლება არ საჭიროებს დამატებით ნებართვას და მისი გამართვა შეუძლია აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი იხდის სათამაშო ბიზნესის კვარტალურ მოსაკრებელს, რომელიც 250 000-ლარიდან 300 000 ლარამდეა.



ცვლილებით, პირს ონლაინთამაშობების მოსაწყობად ახალი ნებართვა დასჭირდება. კერძოდ, სანებართვო მოსაკრებელი ონლაინსამორინეს თამაშობების ორგანიზებისთვის წელიწადში 100 000 ლარი იქნება, ასევე 100 000 – 100 000 ლარია საჭირო ონლაინ- სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზებისა და ონლაინ- ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისთვის ნებართვებისთვის.


 

ონლაინ თამაშობებზე ნებართვა გაიცემა ფიზიკურად არსებული ნებართვის მფლობელებზე, როგორც დღეის მდგომარეობითაა, გარკვეული ცვლილებების გათვალისწინებით. კერძოდ კი, სამორინეს ნებართვის მფლობელზე მხოლოდ ონლაინ სამორინე, სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელზე მხოლოდ ონლაინ სათამაშო აპარატების, ტოტალიზატორი - ონლაინ ტოტალიზატორის ნებართვა.


 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up