იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც სრულად მოახდენენ თანამშრომლების ვაქცინაციას შესაძლოა, შეღავათები დაწესდეს

იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც სრულად მოახდენენ თანამშრომლების ვაქცინაციას შესაძლოა, შეღავათები დაწესდეს

access_time2021-05-14 22:00:00

შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა შეღავათები შეიძლება იყოს დაწესებული ისეთი კომპანიების მიმართ, რომლებიც სრულად მოახდენენ თანამშრომლების ვაქცინაციას.


როგორც ბექა ფერაძე აცხადებს, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ სრულად ვაქცინირებულმა პირმა გარკვეული შეღავათებით ისარგებლოს.


„ვაქცინაცია აქტიურ ფაზაშია შესული, სხვადასხვა კომპანიაა ჩართული, განსაკუთრებით კი ტურისტული, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი.


ცხადია, საბჭო მსჯელობს, ჯანდაცვის სამინისტროს გვაქვს შიდა კომუნიკაცია, რა შეღავათები შეიძლება იყოს დაწესებული ისეთი კომპანიების მიმართ, რომლებიც სრულად მოახდენენ ვაქცინირებას და ამით დაიცავენ როგორც მომხმარებელს, ასევე თანამშრომლებს.


სტუმარ-მასპინძლობა ამ შემთხვევაში ის პირველი სექტორია, რომელსაც უწევს „ფრონტ“ კომუნიკაცია მომხმარებელთან.



ასევე იწყება ტურისტული სეზონი. ზაფხულზე სურვილი გვაქვს, სხვადასხვა წამახალისებელი და მასტიმულირებელი მექანიზმები შევიმუშავოთ, რომ ეკონომიკა იყოს გაჯანსაღებული, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული.


დღეს, მე გამიჭირდება გითხრათ კონკრეტულად რა შეღავათი შეიძლება იყოს დაწესებული, მაგრამ მსჯელობა მიმდინარეობს როგორც „კომენდანტის საათის" შემსუბუქებაზე, ასევე შესაძლოა, განხილული იყოს შაბათ-კვირას გარკვეული შეღავათების დაწესება, ისეთი დაწესებულების მიმართ, რომლებიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.


ვირუსის გამავრცელებელი არ არის მხოლოდ კონკრეტული კომპანიის „სტაფი“. რესტორნების მიმართულებით, ინფექციის გამავრცელებელი მეტწილად არის ის ადამიანი, რომელიც ვიზიტორია და დაყოვნების დრო 15 წუთზე მეტია.


ასევე, შესაძლოა, მწვანე ზონებად განხილვა იყოს მიბმული, თუ კომპანიას „სტაფის“ 60-70 პროცენტი ეყოლება გატესტილი.


ასევე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ ვაქცინირებული იქნება ადამიანი, მის მიმართ გავრცელდეს შეღავათები, იქნება ეს „კომენდანტის" მიღმა რესტორანში განთავსებაზე ნების დართვა, შაბათ-კვირას გადაადგილების უზრუნველყოფა თუ ასე შემდეგ. ეს მსჯელობის საგანია, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ რა ტიპის შეღავათები იქნება დაწესებული ასეთი ობიექტების მიმართ“,-აღნიშნავს ფერაძე.


BPN.GE


თეგები:
შეღავათები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up