„იმ ადამიანების აღრიცხვა, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ და გადასახადებს იხდიდნენ, ადვილია, მთავარია სახელმწიფომ მოინდომოს“-ლილი ბიბილაშვილი

„იმ ადამიანების აღრიცხვა, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ და გადასახადებს იხდიდნენ, ადვილია, მთავარია სახელმწიფომ მოინდომოს“-ლილი ბიბილაშვილი

access_time2020-04-14 14:00:23

კორონავირუსისგან შექმნილი ვითარების გამო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უშემოსავლოდ დარჩა. ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობას პირველადი ნივთების შეძენა უჭირს. ამის გამო კი სპეციალისტთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ მათთვის კონკრეტული თანხა უნდა გამოყოს და მხოლოდ კომუნალური გადასახადების დაფარვით არ უნდა შემოიფარგლებოს, თუმცა  ჯერჯერობით პროგნოზს ვერავინ აკეთებს, როგორ დაეხმარებიან სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს. 


 ეკონომიკის სამინისტრო საკითხზე მუშაობს და ყოველდღიურად მიმდინარეობს კონსულტაციები იმის შესახებ თუ როგორ უნდა დაეხმარონ ამ ადამიანებს, თუმცა ზუსტი მონაცემების დადგენა ძალიან გაჭირდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ გუშინ ცნობილი გახდა სავალუტო ფონდის ინფორმაცია,რომლის შედეგადაც, მთავრობა უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში  თვეში 150 ლარს გადაუხდის. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობის მიერ ამის შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა. 

 

„ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის“  დამფუძნებელი ლილი ბიბილაშვილი აცხადებს,რომ  სახელმწიფომ აუცილებლად უნდა  გამონახოს გზა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობას ფინანსურად დაეხმაროს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.


“რამდენიმე კომპანიის კონსულტანტი ვარ, აქედან რამდენიმე მაღალშემოსავლიანია თუმცა, მათაც უჭირთ თანამშრომლების შენახვა.  ბევრი ცდილობს თანამშრომლის შენარჩუნებას,  ნაწილმა კი დასაქმებულთა უმეტესობა უხეფასო შვებულებაში გაუშვა.განსაკუთრებით  რთული მდგომარეობაა ტურიზმის სექტორში და კარგახანს გასტანს მსგავსი სიტუაცია. ამიტომ  სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას აუცილებლად მივიჩნევ. ის ადამიანები, რომლებიც უმუშევრები დარჩნენ არამგონია დანაზოგის სახით რაიმე თანხა ჰქონდეთ, რადგან ისინი ყოველდღიური ხელფასებზე არიან დამოკიდებული.“-ამბობს ლილი ბიბილაშვილი და აღნიშნავს, რომ დახმარება ოჯახებზე ან უმუშევრად დარჩენილ ცალკეულ პირებზე  აუცილებლად უნდა გაიცეს.

 

 „არ ვიცი რამდენია სახელმწიფოს ბიუჯეტი და რამდენის გამოყოფა შეიძლება კონკრეტული საქმისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ საკითხის მოგვარება. თუმცა კარგი იქნება თუ  ამ პირობებში  თუ იქნება რაღაც თანხა გაცემული ან ოჯახზე ან პიროვნებებზე“-აცხადებს ბიბილაშვილი. 

 

„ეიჩარ გილდიის დამფუძნებელის“ თქმით, არ არის რთული  საქართველოში დასაქმებული ადამაინების სიის შედგენა, რადგან თითოეული მათგანი მიუხედავად იმისა,  სად არის დასაქმებული იხდის გადასახადს, შესაბამისად, სახელმწიფო მის წინაშე ვალდებულია.

 

„თავის დროზე პრობლემა იყო განმარტების გაკეთება ვინ ითვლებოდა უმუშევრად, ადამიანი რომელიც თვითდასაქმებული იყო არ ითვლებოდნენ უმუშევრად, რადგან ეს ადამიანები იხდიდნენ გადასახადებს და ბუნებრივია მათი აღრიცხვა ადვილია. რთულია იმ კატეგორიის აღრიცხვა, რომლებიც მუშაობდნენ და გადასახადს არ იხდიდნენ, მაგალითად, ძიძები, დიასახლისები, ადამიანები რომლებიც წვრილმან ნივთებს ყიდდნენ ბაზრობებზე, ისინი გადასახადებს არ იხდიდნენ და მათი დადგენა რთულია.თუმცა, ისინი ვინც ნამდვილად ითვლებოდნენ დასაქმებულებად მათი აღრიცხვის შემდეგ უნდა გაიცეს დახმარების სახით თანხა.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში ბიზნესმაც დიდი თანხები გადარიცხა მაინც არამგონია საკმარისი იყოს ყველა პრობლემის გადასაჭრელად.“-აღნიშნა ბიბილაშვილმა.


 

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი რაისა ლიპარტელიანიც თვლის, რომ უშემოსავლოდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარება სახელმწიფოს ვალდებულებაა.

 

„გარდა იმისა, რომ მოსახლეობა რომელიც დარჩა შემოსავლის გარეშე უნდა მიიღოს სახელმწიფოსგან შემწეობა, რადგან არიან ოჯახები, რომლებიც ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და პირველადი მოხმარების ნივთების შეძენასაც ვერ ახერხებენ.ასევე უნდა გაუორმაგდეთ ხელფასები, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულებს. ეს ადამიანები ყოველდღიურად საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოდიან გარეთ და მუშაობენ. ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან აქვთ შეხება და ეს ყველაფერი მათზე გადადის პირველ რიგში. ესენი არიან, მარკეტში მომუშავეები, სააფთიქო ქსელში,  მედპერსონალი და პატრული, ასევე ის ადამიანები, რომლებიც მათ მსგავსად არც ერთი დღე არ გაჩერებულან და მუშაობენ.გაორმაგებული სამუშაო გრაფიკისა და სიცოცხლისთვის მაღალი რისკის ქვეშ მუშაობა, პრემია დანამატების წინაპირობაა, რომელიც ამ ადამიანებზე უნდა გაიცეს,“-ამბობს რაისა ლიპარტელიანი.


ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავა ადასტურებს, რომ ეკონომიკური გუნდი მუშაობს საკითხზე, თუმცა რეალობას ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს და ეს რეალობა არის ის, რომ ადამიანების ნაწილი სამუშაო ადგილებს დაკარგავს.

 

„ჩვენი ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტი და ღონისძიებები მიმართულია ორი მიმართულებით: პირველი - ეს არის დაზარალებული ბიზნეს-სექტორები და მათთვის საკმაოდ ტევადი ღონისძიებები იქნა შეთავაზებული, სესხების რესტრუქტურიზაციით დაწყებული, პროცენტის თანადაფინანსებით დამთავრებული; მეორე და მთავარი ობიექტი არის მოსახლეობა და ის ადამიანები, ვინც მიუხედავად ყველა ჩვენი მცდელობისა, დაკარგავენ სამსახურს. ეს ასეა, თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას. ჩვენ შევდივართ კრიზისში და ვიდრე ეკონომიკა არ ამოიქოება კრიზისამდელ პერიოდამდე, სირთულეები იქნება და ეს პრობლემებს შეუქმნის დასაქმებულებსაც“, - განაცხადა თურნავამ.

 

მინისტრის თქმით,, ბევრი კომპანია იჩენს პასუხისმგებლობას და ცდილობს, დასაქმებულები შეინარჩუნოს, თუმცა ამას ყველა ვერ მოახერხებს.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up