სატელიტურ ინტერნეტზე ოცნების განსახორციელებლად, მილიარდერ ილონ მასკს მთელ მსოფლიოში ანტენების განთავსება სურს, თუმცა საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე კომუნა სენ-სენიე-დე-ბევრონში ამ მიზნის განხორციელებაზე მას უარი უთხრეს. ამის შესახებ France24 ავრცელებს.
„ეს ახალი პროექტია. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს მისი გავლენის შესახებ“, - განაცხადა 350-იანი სენიე-დე-ბევრონის მერის მოადგილემ.
SpaceX-ისა და ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი გეგმავს ათასობით თანამგზავრის განთავსებას, რათა სწრაფი ინტერნეტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უზრუნველყოს.
imedinews.ge