ინვესტორებისთვის განკუთვნილმა სოციალურმა ქსელმა Public-მა ილონ მასკის 50 წლის იუბილეზე ნიუ-იორკში Tesla-ს დამფუძნებლის ძეგლი დადგა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ბრინჯაოს ძეგლი შეესაბამება ბიზნესმენის ამბიციებს, რომლის საქმიანობაც „გულგრილს არავის ტოვებს“.
გარდა ამისა, Public-ში აცხადებენ, რომ ძეგლის 100 მინიასლს დაურიგებენ მათ, ვინც ძეგლის ფოტოს Twitter-ზე გააზიარებს.
მსურველებს ძეგლის ორიგინალის შეძენაც შეუძლიათ. აუქციონზე ლოტის ამჟამინდელი ფასი 2050 დოლარია.
თუმცა ქალაქის მცხოვრებლებში ძეგლის დადგმას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, ინტერნეტმომხმარებლებმა კი ის კრიშტიანუ რონალდუს ცნობილ ძეგლს შეადარეს.
imedinews.ge