Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმაახალი ტექნოლოგია Neuralink-ი წარადგინა, რომლის მიზანია ადამიანების და კომპიუტერების ერთმანეთთან დაკავშირება, ჩიპის საშუალებით.
ჩიპის ღორის ტვინში იმპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა. მასკი აცხადებს, რომ ტექნოლოგია ხელს შეუწყობსს ისეთ დაავადებებთან ბრძოლას, როგორიცაა მეხსიერების დაქვეითება, უძილობა, ეპილეფსია, დამბლა, და სხვა.
ილონ მასკი ამ პროექტზე საუბრისას აცხადებდა, რომ ტექნოლოგიას ტვინის ნებისმიერ წერტილთან ექნება წვდომა, აქედან გამომდინარე მისი საშუალებით შესაძლოა, უსინათლოებიც განიკურნონ.
პროექტი 19 სხვადასხვა ცხოველზე გამოსცადეს (რობოტებით) და 87 პროცენტი წარმატებულად შეფასდა.
Imedinews