ილონ მასკმა Tesla-ს აქციების ნაწილი გაყიდა, მისი ქონება კი 11.2 მლრდ დოლარით შემცირდა

ილონ მასკმა Tesla-ს აქციების ნაწილი გაყიდა, მისი ქონება კი 11.2 მლრდ დოლარით შემცირდა

access_time2021-11-11 16:10:00

ბიზნესმენმა ილონ მასკმა მისი კუთვნილი კომპანია Tesla-ს 2,5 მილიონი აქცია გაყიდა, საერთო ჯამში 5 მლნდ დოლარის ღირებულების. სააგენტო Bloomberg-ის ხელთ არსებული დოკუმენტის თანახმად, მასკმა ფასიანი ქაღალდები პირველად გაყიდა 2016 წლის შემდეგ. მაშინ აქციების გაყიდვის მიზეზი 590 მლნ დოლარის ოდენობის გადასახდელის დაფარვა იყო.


აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა მის მიერ ტვიტერში გაკეთებულ გამოკითხვას, სადაც მასკმა მიმდევრებს ჰკითხა, გაეყიდა თუ არა კომპანიის აქციები, რაზეც უმრავლესობამ თანხმობა მისცა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 3,5 მილიონმა ადამიანმა, რომელთაგან 57,9% დათანხმდა მასკის მხრიდან მისი კუთვნილი აქციების 10%-ის გაყიდვას.


მასკის აღნიშნულ „ტვიტს“ მეორე დღეს კომპანიის აქციების 5%-იანი გაუფასურება და მისი კაპიტალიც რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარით შემცირება მოჰყვა. ამ დროისთვის „ბლუმბერგის“ მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, ილონ მასკის ქონება 299 მლრდ დოლარს შეადგენს, ეს კი 11.2 მლრდ დოლარით ნაკლებია ერთი დღის წინანდელ მონაცემთან შედარებით.




bpn.ge


თეგები:
ილონ მასკი



„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს

„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების  ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს
access_time2022-01-26 18:55:52
ციფრული სისტემებისა და ელექტრონული კომერციის მსოფლიო ტენდენციების ფონზე მომხმარებლისთვის თეგეტას ერთ გაჯეტში მოქცევა  ბოლო წლების პრიორიტეტია - ამის შესახებ კომერსანტთან „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. მისი თქმით, დიჯიტალიზაციის მიზანია ავტომობილის მფლობელებს კიდევ უფრო...

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა
access_time2022-01-26 18:55:58
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა. პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო.

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-26 21:00:18
დღის TOP10 საინტერესო ამბავი1. ქართული ღვინის ექსპორტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ჯერ არ...

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-26 18:00:52
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.0696- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0635 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.36 თეთრით 3.4625-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.22 თეთრით 3.8759-მდე,  1000 სომხურ დრამთან კი 1.49 თეთრით 6.3685-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.14 თეთრით 1.8052-მდე გამყარდა. ბრიტანულ ფუნტთან 1.06 თეთრით 4.1464-მდე, თურქულ ლირასთან 0.01...

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა
access_time2022-01-26 16:55:34
საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, თეგეტა ჰოლდინგმა გასულ წელს მძიმე და  სპეციალური ტექნიკის მიმართულების გაფართოება შეძლო. ამის შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ კომერსანტთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა. კომპანიამ 2021 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, მათ შორის: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება, სამშენებლო მიმართულებით FIAT ჯგუფის ბრენდები,  Marin და...


მსგავსი სიახლეები

up