ილონ მასკმა ჯეფ ბეზოსი საჯაროდ გააკრიტიკა - მილიარდერები სატელიტური ინტერნეტისთვის იბრძვიან

ილონ მასკმა ჯეფ ბეზოსი საჯაროდ გააკრიტიკა - მილიარდერები სატელიტური ინტერნეტისთვის იბრძვიან

access_time2021-09-02 22:30:00

ილონ მასკმა ჯეფ ბეზოსი საჯაროდ მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც სატელიტური ინტერნეტის საქმეზე Amazon-ის დამფუძნებელმა მასკის SpaceX-ს აშშ-ს ფედერალურ მარეგულირებელთან უჩივლა.



CNBC-ის ცნობით, ჯეფ ბეზოსმა კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას მიმართა თხოვნით, უარი ეთქვა Starlink-ის სატელიტურ ქსელში SpaceX-ის უახლეს შესწორების განხილვაზე. მასკის შეფასებით, ბეზოსს დავები განსაკუთრებით იზიდავს.



„SpaceX-ის წინააღმდეგ სარჩელების შეტანა, - ეს, ფაქტობრივად, მისი სრული განაკვეთის სამუშაოა,“ - წერს ილონ მასკი Twitter-ზე.



SpaceX-მა კომუნიკაციების ფედერალურ კომისიაში Starlink-ის პროექტისთვის შესწორება 19 აგვისტოს შეიტანა, რომელშიც Gen2 სატელიტური ქსელის შესახებ კომპანიის გეგმა არის მოცემული. როგორც ცნობილია, Starlink ათასობით სატელიტის გამოყენებით, მსოფლიოს ნებისიერ წერტილში მომხმარებლებისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდების პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ Starlink-ის სერვისი ჯერ კიდევ ბეტა, ანუ ტესტირების რეჟიმშია, კომპანიას 14 ქვეყანაში უკვე 100 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო პოტენციური კლიენტებისგან ნახევარ მილიონზე მეტი შეკვეთა აქვს. დღეისთვის SpaceX-ს 1740 Starlink-ის თანამგზავრი აქვს გაშვებული, ხოლო მთლიანობაში Gen2-ისთვის 30 000 თანამგზავრის გაშვება არის დაგეგმილი.




თავის მხრივ, Amazon საკუთარი სატელიტური ინტერნეტის პროექტ Project Kuiper-ზე მუშაობს. კომპანია 3236 დაბალორბიტალური ინტერნეტ-თანამგავრის გაშვებას გეგმვს, რომელიც Starlink-ს კონკურენციას გაუწევს. თუმცა Amazon ჯერჯერობით SpaceX-ს ჩამორჩება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ თავისი ანტენების ქსელთან დამაკავშირებელი აპარატებით უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეტაპი დეკემბერში გაიარა, Amazon-ს თანამგზავრების წარმოება და გაშვება ჯერ არ დაუწყია. ჯეფ ბეზოსმა კომუნიკაციების ფედერალური კომისიისგან SpaceX-ის შესწორების გადავადება იმ არგუმენტით მოითხოვა, რომ ორბიტაზე ორი განსხვავებული კონფიგურაციის შეთავაზებით, ილონ მასკი კომისიის წესებს არღვევდა.



„თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დეტალის ღიად დატოვებით, როგორიცაა სიმაღლე, დახრილობა და თანამგზავრების საერთო რაოდენობაც კი, SpaceX-ის აპლიკაციას ყველა ტესტის გავლა არ შეუძლია,“ - აცხადებს ბეზოსის Project Kuiper-ის კორპორატიული მრჩეველი, მერაია დოდსონ შუმანი. მას SpaceX-ის თანამგზავრების პოლიტიკის დირექტორი, დევიდ გოლდმანი პასუხობს, რომ ბეზოსის კომპანია Starlink-ის განვითარების შეფერხებას ცდილობს, რათა Project Kuiper-მა დაკარგული შანსი დაიბრუნოს.



„კომისიამ უნდა აღიაროს, რომ გადავადების პოლიტიკით Amazon-ის ოჯახი ცდილობს, კონკურენტებს ხელი შუშალოს, რათა მათ Amazon-ის უუნარობის კომპენსირება მოახდნონ,“ - აცხადებს დევიდ გოლდმანი. მისი თქმით, 15 თვეა, Amazon-მა ვერ წარმოადგინა ანგარიში, თუ როგორ მუშაობს მისი სისტემა, სამაგიეროდ კომპანია ყოველ 16 დღეში SpaceX-ის მუშაობას ასაჩივრებდა.



bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up