ამერიკული კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა მიმდინარე კვირაში მისი კუთვნილი კომპანიის აქციების მორიგი წილი გაყიდა, ამჯერად ბიზნესმენმა 963 მლნ დოლარი ღირებულების აქცია გაყიდა. შედეგად კი ილონ მასკმა ბოლო 5 კვირაში Tesla-ს 11,8 მლრდ დოლარის აქცია გაყიდა.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ილონ მასკმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა, გაეყიდა თუ არა აქციების 10%, რომელსაც ფლობს Tesla-ში, რაზეც უმრავლესობამ ურჩია, რომ გაეყიდა. აქციების გაყიდვის მომხრე იყო გამოკითხვაში მონაწილეთა 58% და სულ მასში 3,5 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხვამდე მასკის კუთვნილებაში იყო Tesla-ს აქციების 17% და მისი ღირებულება შეფასებული იყო 200 მლრდ დოლარად, ხოლო მისი 10%-იანი პაკეტი 21 მლრდ დოლარად.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი