კომპანია SpaceХ-ის გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკაში ეჭვი შეიტანა. ამის შესახებ მან Bloomberg Businessweek-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემი აზრით, სტატისტიკა მას შემდეგ გახდა არასანდო, როდესაც მასში დაიწყეს ისეთი ადამიანების შეყვანა, ვისაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, მაგრამ ტესტირება არ გაუვლია. სტატისტიკა დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებში გაყალდბა. კორონავირუსისს 100-მდე სიმპტომი ახასიათებს. პრინციპში ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ“, - განაცხადა მასკმა.
მისივე თქმით, აშშ-ში SpaceХ-ის ქარხნებზე, სადაც პანდემიის დროს 8 ათასი ადამიანი მუშაობს, დაავადების სერიოზული შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 1 601 434 შემთხვევაა გამოვლინდა, აქედან 96 007 ადამიანი გარდაიცვალა, 350 135 კი გამოჯანმრთელდა.
Imedinews