Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა, აშშ-ს შრომის ყოფილი მინისტრი რობერტ რეიქი რუსულად გალანძღა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ექსმინისტრმა Twitter-ის გვერდზე კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა.
მისი მტკიცებით, მასკი თანამშრომლების გათავისუფლებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ მას თანამშრომელთა სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების უფლებას არ მისცემენ, რაც კაპიტალიზმის გამოვლინების ყველაზე ცუდი ფორმაა.
ბრალდებაზე პასუხად Tesla-ს დამფუძნებელმა Twitter-ის გვერდზე ერთადერთი სიტყვა რუსულად დაწერა, - „იდიოტი“.
რობერტ ბერნარდ რეიქი აშშ-ს შრომის მინისტრის პოსტს 1993-1997 წლებში იკავებდა.
Imedinews