ილონ მასკის SpaceX-ს NASA-მ ასტრონავტების კოსმოსში გადაყვანის სერტიფიკატი გადასცა

ილონ მასკის SpaceX-ს NASA-მ ასტრონავტების კოსმოსში გადაყვანის სერტიფიკატი გადასცა

access_time2020-11-12 17:30:00

მილიარდერი ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა NASA-ს ასტრონავტების გადაყვანის სერტიფიკატი მოიპოვა. ამგვარად, NASA-მ კომპანიას მისცა უფლება თავისი ასტრონავტები კოსმოსში გაიყვანოს. პირველი გამგზავრება 14 ნოემბერსაა დაგეგმილი.

ეს ნებართვა ნიშნავს იმას, რომ მასკის კომპანია სანდოა და უსაფრთხოა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ადამიანების გადაყვანისთვის.

„ეს არის უდიდესი პატივი, რომელიც ნდობას აჩენს ჩვენი მცდელობების მიმართ, რომ დავრუნდეთ მთვარეზე, ვიმოგზაუროთ მარსზე და დავეხმაროთ კაცობრიობას გახდნენ მრავალ-პლანეტელები“, – წერია მასკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2020 წლის მაისში NASA-ს მიერ შემოწმების პროცესის ფარგლებში ორი ასტრონავტი გაემგზავრა ამერიკიდან ხომალდ SpaceX Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ეს იყო ერთგვარი კომერციული ფრენა, რასაც ამერიკული მედია "უდიდეს ნახტომს“ უწოდებს კოსმოსურ კაპიტალიზმში.


„ეს სერტიფიცირება არის უდიდესი მიღწევა NASA-ს და SpaceX-ის თანამშრომლობის კუთხით, რომელიც ხაზს უსვამს იმ პროგრესს, რაც ჩვენ შეგვიძლია კომერციულ ინდუსტრიაში ერთად მივაღწიოთ“, – განაცხადა NASA-ს ადმინისტრატორმა ჯიმ ბრაიდენსტინმა.

ამგვარად, SpaceX-ის Crew Dragon-ი არის პირველი ხომალდი, რომელსაც NASA-ს სერტიფიკატი აქვს რეგულარული ფრენებისთვის ასტრონავტებთან ერთად. NASA-ს ცნობით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია ოთხი ამერიკელი ასტრონავტის და ერთი იაპონელი მოქალაქის გამგზავრება კენედის კოსმოსური ცენტრიდან.

forbes.ge

თეგები:
ილონ მასკი



სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
access_time2021-01-15 16:00:05
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა  ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად  2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.   „ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და...

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა
access_time2021-01-15 20:00:23
აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის დახმარებისთვის კონგრესს 1,9 ტრლნ. დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.   „გეგმა ამბიციურია, თუმცა, მიღწევადი. ის ამერიკის ეკონომიკას გადაარჩენს და ქვეყანას ვირუსთან გამკლავების საშუალებას მისცემს“ - ნათქვამია ბაიდენის გარდამავალი ჯგუფის განცხადებაში.   ახალი პროექტი რამდენიმე ძირითად პუნქტს შეიცავს, მათ შორისაა ხარჯები კორონავირუსთან ბრძოლის გაძლიერებაზე (400 მლრდ....

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
access_time2021-01-15 14:50:43
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.     შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი, კერძოდ  დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, რეესტრში ინფორმაციის ასახვის წესი და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა.  ასევე საუბარი შეეხო ზოგადად...

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი
access_time2021-01-15 15:00:56
„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.     „ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ...

ნორვეგიაში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა

ნორვეგიაში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა
access_time2021-01-15 19:00:17
ნორვეგიაში სულ მცირე 23 ადამიანი გარდაიცვალა, რომლებიც ადრე COVID 19-ის ვაქცინით აიცრნენ.  ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს პრესსამსახური იუწყება. „გვაქვს ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარდაცვალების 23 შემთხვევის შესახებ. ამჟამად, სპეციალისტების მხრიდან 13 მათგანის შესწავლა მიმდინარეობს,“ - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. სააგენტოს მთავარი ექიმი სიგურდ ხორტემუ იტყობინება, რომ უკვე მიღებულმა...


მსგავსი სიახლეები

up